ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს დაპირება შეგვესრულებინა

ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს დაპირება შეგვესრულებინა - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE" კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

მაჭავარიანის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი ოპოზიციისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო.

“ეს მათთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს დაპირება შეგვესრულებინა. ბევრი გვსაყვედურობს, რომ ეს დაგვიანებულიც არის, თუმცა უნდა შევიდნენ ჩვენი მოქალაქეები ჩვენს მდგომარეობაში, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ გადმოგვიბარებია და არც კოჰაბიტაციის სურვილი არ გვქონია, ეს იყო გარე ძალებზე დამოკიდებული სახელმწიფო, რომელიც მთლიანად გარედან იმართებოდა, შესაბამისად ჩვენ დაგვჭირდა წლები, რომ შევმდგარიყავით სუვერენულ, დამოუკიდებელ, სამართლებრივ სახელმწიფოდ”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ განმარტა ის ორი მთავარი კრიტერიუმი, რასაც საკონსტიტუციო სარჩელი დაეფუძნა.

“რაც შეეხება სარჩელს, ორი მთავარი კრიტერიუმი იყო, პირველი პარტია არაკონსტიტუციურად უნდა მოქმედებდეს და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ეს სამი პარტია მოქმედებს არაკონსტიტუციურად. იგივე “სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა”, “გირჩი - მეტი თავისუფლება” ასე შემდეგ, თუმცა მეორე კრიტერიუმი იყო, რომ ამ პარტიას უნდა გააჩნდეს რესურსი, რომ რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს დემოკრატიისთვის. აქედან გამომდინარე ჩამოვყალიბდით სამ პარტიაზე. “ნაცმოძრაობაზე” და “ახალზე” შორს არ წავალ, 2012 წალმდე ჩადენლი ცოდვებიც საკმარისზე მეტია, რომ ეს პარტიები აიკრძალოს. “ლელოს” რაც შეეხება ვხედავთ, რომ რამდენიმე წელია ჩამოყალიბდა ეს პარტია და მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი, მუდმივად რადიკალიზმი, მუდმივად არჩევნების არაღიარება”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761852492

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში

როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რო...

ლევან მაჭავარიანი

1761850591

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს, თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ

„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“,-  ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთან...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1761847492

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტს თელავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. მიხეილ ყაველაშვილმა სა...

მიხეილ ყაველაშვილი

1761846395

მსოფლიო

Daily Mail: კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა

„კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა“, - ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. როგორც სასამართლომ მოისმინა, კანადელი ლესბოსელი წყვილი 12 წლის ბიჭს იქამდე აწამებდა, სანამ ის არ დასუსტდ...

ლესბოსელი წყვილი

1761843341

მსოფლიო

CNN - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ცხედ...

 ცხედარი გადასცა