გივი მიქანაძე: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს - ეს არ შეესაბამება სიმართლეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი სრულად დაფინანსდება, თუმცა ამ ორი სემესტრის განმავლობაში მათ უნდა უზრუნველყონ, დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%-ის მიღება, რომ მესამე სემესტრში 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნონ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი კრედიტების 80%-ს ვერ დააგროვებს, სახელმწიფო მაინც შემოდის თანადაფინანსებაში.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, მისმა საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მიიღეს გადაწყვეტილება 2026-27 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის უფასო სწავლის შემოღებასთან დაკავშირებით.
ეს წესი გაიწერა იმ დადგენილებაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ დაამტკიცა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, კონკრეტული ჯგუფებისა და ადამიანების მხრიდან, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანას და არასწორი აღქმების შექმნას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ დეტალურად განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ რას მოიცავს დაფინანსების ეს მოდელი თითოეული იმ სტუდენტისთვის, რომელიც უკვე სექტემბრიდან სწავლას დაიწყებს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამ მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება - სტუდენტსა და ოჯახს არ უწევს უნივერსიტეტში არაფრის გადახდა. თუმცა, ამ ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უკვე უნდა უზრუნველყოს, რომ დააგროვოს დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%, იმისთვის, რომ მესამე სემესტრში შეუნარჩუნდეს 100%-იანი დაფინანსება. შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი 80%-ს ვერ დააგროვებს, ასეთ მოცემულობაში სახელმწიფო მაინც შემოდის თანადაფინანსებაში. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, რეკომენდებული იყო, რომ დაახლოებით 15%-ზე ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც ამ დადგენილებაში უკვე სამართლებრივი კუთხით აისახა, და თუკი სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს იმისთვის, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს, შემდეგი სემესტრისთვის სწავლის გადასახადის 50% მაინც დაუფინანსდება.
ამავდროულად, სტუდენტს ეძლევა საშუალება, რომ მომდევნო სემესტრში დამატებითი საგნები აიღოს და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, შემდეგი სემესტრიდან კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება.
ამასთანავე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია, თითქოს საჭირო არის მაღალი აკადემიური მოსწრება იმისთვის, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს იმისთვის, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს. არ აქვს მნიშვნელობა, კრედიტს მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას.
აღნიშნული მოდელი შემუშავდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობით, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, დაფინანსების ახალი მოდელი სრულიად თავსებადია მსოფლიოს იმ ქვეყნების მოდელებთან, რომლებიც უნივერსიტეტებში სტუდენტებს სწავლის სრულ დაფინანსებას სთავაზობენ.
რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა თითოეული სტუდენტისთვის, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხება.
ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მათი სწავლა, შრომა და მიზანდასახულობა დაფასდეს”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
1785570963
საზოგადოებაშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. შეფასები...
1785570553
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურ...
1785569009
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1785567653
ახალი ამბებიპოლიციამ ქუთაისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვ...
1785566266
საზოგადოებაPOLITICO: ესპანურ სეუტაში შესული თითქმის ყველა უკანონო მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს
მაროკოდან ესპანეთის ექსკლავ სეუტაში შესული დაახლოებით 50 ათასი მიგრანტიდან 48 300-ზე მეტი უკვე მაროკოში დაბრუნდა. ინფორმაციას POLITICO ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. „ადამია...


























