ირაკლი კობახიძე: ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით კორუფციულ დანაშაულთან
უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ არაერთი საფრთხე ავიცილეთ თავიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები.
“ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს. ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.
ყველა ამ მიღწევაში განსაკუთრებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა როლი, რომელთა სათანადო დაფასება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სამუშაო პირობები, გავზარდეთ ანაზღაურება და განვამტკიცეთ სოციალური დაცვის გარანტიები სამსახურში, რაზე ზრუნვასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.
მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გეკა გელაძეს, სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს. თქვენი პატრიოტიზმი, ღირსება და პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და საქართველოს მთავრობის სახელით სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ!”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
1785572668
საზოგადოებაგივი მიქანაძე: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს - ეს არ შეესაბამება სიმართლეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა. მ...
1785570963
საზოგადოებაშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. შეფასები...
1785570553
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურ...
1785569009
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1785567653
ახალი ამბებიპოლიციამ ქუთაისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვ...



























