საქართველოს პრეზიდენტი: ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზედაც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას
ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზედაც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 11 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ოდესმე და ტრადიციული გამოწვევების გარდა მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საინფორმაციო ომთან, კიბერშეტევებსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ბრძოლას, რომელთა მიზანიც საზოგადოების დაყოფა და სახელმწიფოს დასუსტებაა.
მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან საქმიანობას, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციური წესრიგის, შიდა სტაბილურობისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლზე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმსა და კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე, ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების პრევენციის მიმართულებით.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო იმ თანამშრომლების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სამსახურში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
1785572668
საზოგადოებაგივი მიქანაძე: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს - ეს არ შეესაბამება სიმართლეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა. მ...
1785570963
საზოგადოებაშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. შეფასები...
1785570553
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურ...
1785569009
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1785567653
ახალი ამბებიპოლიციამ ქუთაისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვ...


























