ჯაბა ხუბუა ხოშტარიას განცხადებაზე: მალე ლაკა „რუბლოვნა“ გამოვა ინიციატივით, ყველა „ქოცი“ შუბლზე სპეციალური ნიშნით იქნეს დადამღული, რათა სახინკლეებსა და რესტორნებში მათი იდენტიფიკაცია მარტივად მოხდეს და გარანტირებული იყოს „ქოცის“ მშივრად დატოვება
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, მოწოდებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტებმა „ქოცებს“ ხინკალი არ უნდა აჭამონ, სანამ მისი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.
ხუბუას თქმით, ელენე ხოშტარიასთვის „სამართლიანი“ და „დემოკრატიული“ ის არჩევნები აღმოჩნდება, რომელშიც საზოგადოებისთვის მიუღებელი და საძულველი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნარჩენები გაიმარჯვებენ.
ხუბუა ხოშტარიას განცხადებას დისკრიმინაციად აფასებს და ირონიულად აღნიშნავს, რომ ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სპეციალური ნიშნით „დადამღვაც“ გახდეს.
„რუსული სპეცსამსახურების კადრების სამჭედლოს - მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (მგიმოს) კურსდამთავრებული ელენე (ლაკა) ხოშტარია კვების ობიექტებს მოუწოდებს, ქოცებს ხინკალი არ აჭამოთ, სანამ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებენო. ,,დემოკრატიულ" და ,,სამართლიან" არჩევნებში ხოშტარია, ცხადია, ისეთ არჩევნებს გულისხმობს, რომელშიც გამარჯვებულად ქართველი ხალხის გადამწყვეტი უმრავლესობისათვის კატეგორიულად მიუღებელი და საძულველი ნაცრეჟიმის ნარჩენები გამოცხადდებიან. თუმცა, ასეთი რამ საქართველოში ვეღარასოდეს მოხდება და გამოდის, რომ ქოცმა ხინკალი ვეღარასოდეს უნდა ჭამოს. ერთ ქართულ სიმღერაში ასეა: ,,ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალი..." ლაკა და სანაცეთი კი ასე მღერიან ,,ცივი მშვიდობის დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალი..." და კიდევ: მალე ლაკა რუბლოვნა გამოვა ინიციატივით, რომ ყველა ქოცი შუბლზე სპეციალური ნიშნით იქნას დადამღული, რათა სახინკლეებსა და რესტორნებში მათი იდენტიფიკაცია მარტივად მოხდეს და გარანტირებული იყოს ქოცის მშივრად დატოვება. ჰაილ ჰიტლერ! ზიგ ჰაილ!“- წერ ჯაბა ხუბუა.
1785572668
საზოგადოებაგივი მიქანაძე: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს - ეს არ შეესაბამება სიმართლეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა. მ...
1785570963
საზოგადოებაშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. შეფასები...
1785570553
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურ...
1785569009
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1785567653
ახალი ამბებიპოლიციამ ქუთაისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვ...



























