გურამ მაჭარაშვილი ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე: ყველაფერი ეს ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა - ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, მარტივად მართავ

ოჯახურ ტრადიციებს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადეს. ჯერ შეაჩვიეს ქართული საზოგადოება აზრს, რომ რა მოხდა კაცს თუ კაცი მოეწონება, რადგან ბიოლოგიურად ყველას აქვს უფლება ვისთანაც სურს იმასთან იცხოვროს. შეეცადნენ საზოგადოებაში იუმორით შემოეტანათ ეს დამოკიდებულება და საბოლოოდ, საერთოდაც ამ ურთიერთობების დაკანონება მოითხოვეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაზე.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი ერის წარსულის დავიწყებისკენ მიმართული კამპანია იყო.

„ყველაფერი ეს, თავიდანვე ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგანაც სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა. ახალგაზრდებს უხსნიდნენ და ქადაგებდნენ, რომ ქვეყნის ისტორიის და ერის წარსულის ცოდნა საჭირო არ იყო. ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, არც ოჯახის ინსტიტუტს აღიარებს და არც არაფრის რწმენა აქვს, იმას ძალიან კარგად და მარტივად მართავ. როცა შენ პოლიტიკოსობაზე და ხელისუფლებაში მოსვლაზე გაქვს პრეტენზია იმ ქვეყანაში, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრია, რომელსაც ასი ათასი მოწამე და უამრავი წამებული წმინდანი ჰყავს, ხელს აწერ გეი-პროპაგანდას (ეს დოკუმენტი არსებობს), პასუხისთვისაც მზად უნდა იყო.“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779027708

მსოფლიო

ნიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული

ვენესუელამ აშშ-ში მადუროს თანამებრძოლის დეპორტაცია განახორციელა. მრეწველობისა და წარმოების ყოფილი მინისტრის, ალექს სააბის ექსტრადიცია, რომელიც კოლუმბიის მოქალაქეა და ამავდროულად ვენესუელურ პასპორტსაც...

ნიკოლას მადურო

1779024997

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, თანადგომას, სიყვარულს. ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და ქვეყნის მიმართ ერთგულება და სიყვარული

ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა; რა თქმა უნდა, ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რაც, როგორც ხედავთ, აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალშიც განამტკიცებს მა...

მინისტრი

1779023976

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: მინდა ქედი მოვიხაროთ იმ ადამიანების წინაშე, რომელთა დამსახურებითაც, ათიათასობით ადამიანი ქალაქ ბათუმსა და ჩვენს რეგიონში, ქართულად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს

ჩვენნაირი ერისთვის, ჩვენნაირი ბრძენი ხალხისთვის, განსაკუთრებული ფასეულობაა ოჯახის სიწმინდის დღე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოში ყველა ოჯახს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ახლა, პარალელურად, მს...

ცოტნე ანანიძე

1779021834

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას და გაძლიერებას

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის ს...

მარიამ ქვრივიშვილი

1779020329

საზოგადოება

გივი მიქანაძე: დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ტრადიციები გრძელდება და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ ეს ყველაფერი

მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ოჯახის სიწმინდის დღე, მშობლების პატივისცემის დღე. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოში გრძელდება ტრადიციები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვე...

გივი მიქანაძე