თამარ ჩიბურდანიძე: დღეს, სრულიად საქართველომ მასშტაბური მსვლელობით, პატივი მიაგო ილია მეორეს ხსოვნას და დიდი სიყვარული გამოხატა ახალი პატრიარქის - შიო მესამის მიმართ

დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა, უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და 17 მაისის დღის მიმართ რადიკალი ოპოზიციონერების განწყობებზე აკეთებს აქცენტს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამოსული ადამიანების სიმრავლემ ოპოზიციას იმედი გაუცრუა და აიძულა რადიკალები ემოქმედათ მათთვის ჩვეული ნარატივით - გაევრცელებინათ დეზინფორმაცია, თითქოს წელს ნაკლები ადამიანი გამოვიდა საზეიმოდა და რეალობა დამახინჯებულად წარმოეჩინათ.

„წარმოუდგენლად ბევრი ხალხი გამოვიდა დღეს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. კიდევ უფრო მეტი, ვიდრე წინა წლებში. ეს არის ქართული ხასიათი - უდიდესი პატივისცემა გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორისადმი და ამასთანავე, დიდი სიყვარულის გამოხატულება ახალი პატრიარქის შიო მესამის მიმართ.

ოპოზიციის მოლოდინი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ შედგა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ როგორ არის დაშორებული ოპოზიცია ქართველ ხალხს და როგორ არ ესმის მათი. ან კი, როგორ უნდა ესმოდეთ? ხალხს რომ გაუგო, ქართულ სულს და რწმენას უნდა ატარებდე. ესენი კი, მთელი დღე საკუთარი აგენტებით დაძრწოდნენ ხალხში და სადაც ცარიელ ადგილს დაინახავდნენ, მხოლოდ იმას იღებდნენ, შემდეგ კი, სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ წელს ცოტა ხალხი გამოვიდა. ამ ტყუილითაც დამარცხდნენ!

დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია! ქართველი ხალხი, ზღვასავით რომ მოედინებოდა დღეს თბილისსა და რეგიონებში, დგას დედა ეკლესიასთან, რომელიც არასოდეს ჩამოიშლება, როგორადაც არ უნდა ეცადოს ამას მავანნი. ამ ეკლესიასთან დგას მთავრობაც, სწორედ ამიტომ არის უძლეველი ეს ქვეყანა, როგორც რწმენის და ეროვნული ღირებულებების საუნჯე.ვულოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველი ხალხისთვის ყველაზე წმინდას და საფიცარს!” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779027708

მსოფლიო

ნიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული

ვენესუელამ აშშ-ში მადუროს თანამებრძოლის დეპორტაცია განახორციელა. მრეწველობისა და წარმოების ყოფილი მინისტრის, ალექს სააბის ექსტრადიცია, რომელიც კოლუმბიის მოქალაქეა და ამავდროულად ვენესუელურ პასპორტსაც...

ნიკოლას მადურო

1779024997

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, თანადგომას, სიყვარულს. ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და ქვეყნის მიმართ ერთგულება და სიყვარული

ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა; რა თქმა უნდა, ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რაც, როგორც ხედავთ, აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალშიც განამტკიცებს მა...

მინისტრი

1779023976

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: მინდა ქედი მოვიხაროთ იმ ადამიანების წინაშე, რომელთა დამსახურებითაც, ათიათასობით ადამიანი ქალაქ ბათუმსა და ჩვენს რეგიონში, ქართულად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს

ჩვენნაირი ერისთვის, ჩვენნაირი ბრძენი ხალხისთვის, განსაკუთრებული ფასეულობაა ოჯახის სიწმინდის დღე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოში ყველა ოჯახს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ახლა, პარალელურად, მს...

ცოტნე ანანიძე

1779021834

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას და გაძლიერებას

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის ს...

მარიამ ქვრივიშვილი

1779020329

საზოგადოება

გივი მიქანაძე: დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ტრადიციები გრძელდება და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ ეს ყველაფერი

მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ოჯახის სიწმინდის დღე, მშობლების პატივისცემის დღე. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოში გრძელდება ტრადიციები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვე...

გივი მიქანაძე