გურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ალექსანდრე ქურასბედიანს მეტსახელად „წრიპას“ დაუკავშირდნენ და მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი განსაზღვრეს.

უშუალოდ მკვლელობის შესასრულებლად კი თბილისიდან გურიის რეგიონში ჩამოიყვანეს პირი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.

ოპერატიული ღონისძიებებითა და საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790316254

საზოგადოება

შსს: სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება - გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებულების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყ...

დარიალი დარიალი

1790315108

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან შეაფასა. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მშვიდობის კო...

მიხეილ სარჯველაძე

1790314989

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრემიერმა უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააჟღერა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. „უმნიშვნელოვანესი გზავნილ...

მაკა ბოჭორიშვილი

1790314583

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული სტაბილურობა და წარმატება არ შეიძლება განხილული იქნას უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1790313634

საზოგადოება

პრემიერი: გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს, ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. წლევანდელი...

ირაკლი კობახიძე