საავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ცენტრალური მაგისტრალური სისტემის დაცლას რამდენიმე საათი დასჭირდება. სავარაუდოდ, დილის 07:00–08:00 საათისთვის შესაძლებელი გახდება მოქმედი მილის ახალ, უკვე მოწყობილ მილზე გადაერთების სამუშაოების დაწყება.
უშუალო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარიმართება და, გეგმის მიხედვით, დაახლოებით 24 საათს გასტანს. გადაერთების დასრულებისთანავე დაიწყება სისტემის წყლით შევსება, რის შემდეგაც აბონენტებისთვის წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.
გადაერთების აუცილებლობა უკავშირდება თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე, ახალი ხიდის მშენებლობას. ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.
ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი გადატანა. ახალი მილი უკვე სრულად არის მოწყობილი და ახლა მოქმედი ცენტრალური მაგისტრალი სწორედ ამ მილზე უნდა გადაირთოს.
შეზღუდვა შეეხება 80 000-მდე აბონენტს. შეზღუდვის ზუსტი არეალის, წყლის ცისტერნების განთავსებისა და წყალმომარაგების აღდგენის ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” გაავრცელა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამუშაოების მიმდინარეობას უწყვეტ მონიტორინგს გაუწევენ. ადგილზე მობილიზებული იქნება ყველა საჭირო ტექნიკური ჯგუფი, რათა სამუშაოები წინასწარ განსაზღვრულ ვადაში დასრულდეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს თითოეულ აბონენტს შექმნილი დისკომფორტისთვის.
მოსახლეობას ვთხოვთ, შეზღუდვის დაწყებამდე უზრუნველყოს სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1790316254
საზოგადოებაშსს: სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება - გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებულების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა
დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყ...
1790315108
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან შეაფასა. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მშვიდობის კო...
1790314989
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრემიერმა უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააჟღერა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. „უმნიშვნელოვანესი გზავნილ...
1790314583
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა
ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული სტაბილურობა და წარმატება არ შეიძლება განხილული იქნას უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პ...
1790313634
საზოგადოებაპრემიერი: გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს, ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. წლევანდელი...



























