„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება გრძელდება - სამსახურს 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა

დედაქალაქში, დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა.

ახლად შეძენილი ტექნიკა საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა და აღნიშნა, რომ ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა მხოლოდ ადამიანური რესურსით ვერ მიიღწევა - საჭიროა ტექნიკის განახლება, რომელიც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ბევრი რამ აქვს თავმოსაწონი. ეს არის ქალაქი, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს ხვდება. თბილისი ქართული კულტურისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ანარეკლია. შესაბამისად, ამ ქალაქის მოვლა-პატრონობა უდიდესი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ამასთან, თბილისი თანამედროვე ქალაქია, რომელიც იზრდება და ვითარდება. გვემატება ახალი უბნები, ახალი სივრცეები, იზრდება მოსახლეობის რიცხვი, ყოველწლიურად იმატებს ტურისტების რაოდენობა.

სწორედ ამიტომ, ქალაქის განვითარებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი მოვლა და სისუფთავის ხარისხის უზრუნველყოფა. იმისთვის, რომ თბილისი სუფთა ქალაქის მოთხოვნებს პასუხობდეს, აუცილებელია, ვითარდებოდეს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი. უნდა განახლდეს და გაძლიერდეს ტექნიკა, რომელიც ქალაქის დასუფთავებას უზრუნველყოფს. მხოლოდ ადამიანური რესურსით ამის მიღწევა შეუძლებელია. საჭიროა თანამედროვე, გამართული ტექნიკა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ჩვენს ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელსა და მის თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი იმ კულტურის გაგრძელებაა, რომელიც ყოველთვის ჰქონდა თბილისს და თბილისელებს. ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ქალაქის გაცნობა კი ქუჩიდან იწყება. თბილისის სისუფთავე ანარეკლია ჩვენი ყოველდღიურობის, იმ გარემოსი, რომელშიც ვქმნით მომავალს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელობას თავდაუზოგავი შრომისთვის. ყველაზე მთავარია, თბილისმა შეინარჩუნოს ის განსაკუთრებული სახე და ცხოვრების ხარისხი, რომლითაც ამაყობენ თბილისელები და რომელსაც ჩვენი ქალაქის ვიზიტორები იმახსოვრებენ. სუფთა, მოწესრიგებული, მოვლილი გარემო თბილისის კულტურის ნაწილია, რის შესანარჩუნებლადაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში შპს „ჯი-თი გრუპისა“ და შპს „თეგეტას“ მიერ მუნიციპალიტეტისთვის მოწოდებულია 23 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 60 ერთეული ახალი სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები.

დამატებით შესყიდული შვიდი ერთეული ტექნიკიდან დედაქალაქში უკვე შემოსულია „საგმოტოს“ მარკის ორი სპეციალიზებული ტექნიკა, ხოლო დარჩენილი, „ფორდის“ მარკის ხუთი ერთეული სპეცტექნიკა თბილისში 2027 წელს შემოვა. აღნიშნული შესყიდვის ღირებულება სამი მლნ ლარია.

ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, „თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე, დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790321050

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1790320963

საზოგადოება

გურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და...

დაკავება, პოლიცია

1790318906

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1790317745

საზოგადოება

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შ...

დაკავება და ბორკილები

1790317329

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია - საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, სგპ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პ...

შემოსავლების სამსახური