გია ვოლსკი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ერთი მიზანი აქვს, როგორმე ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც გარე პატრონს აწყობს, მთავარი მიზანია გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა
დავა იმაზე მიდის, მიხეილ სააკაშვილი კარგია თუ არა იმ რევოლუციური პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობს, იმისათვის, რომ რევოლუციურ პროცესს სააკაშვილის სისხლიანი წარსული ჩამოაშორონ, რომელიც მათი აზრით, ხელს უშლის ახალგაზრდების გამოყენებას ამ პროცესში, ახალი „ნაციონალური მოძრაობა “შექმნეს და „ახლები“ დაარქვეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სერიოზულად შეკრული სექტა არსებობს, რომელიც სააკაშვილის ბანერების ფრიალს თავს არანაირად არ დაანებებს.
„ზოგიერთს დამაზიანებელი სააკაშვილის ბანერი ჰგონია და ერთმანეთს გესლავენ. 40 მილიონზეა ლაპარაკი, რომელიც თურმე, „ქართულმა ოცნებამ“ გვარამიას მისცა. ერთმანეთზე ზღაპრებს ჰყვებიან, თუმცა ისეთ საკითხებს ასაჯაროვებენ, რაც ყველამ იცის. გვარამია რომ ამ პროცესების მმართველი იყო, ყველამ იცის. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ერთი მიზანი აქვს – როგორმე, ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც გარე პატრონს აწყობს. ეს გარე პატრონი რაღაც სტანდარტებს არ ითვალისწინებს, არც ევროკავშირისას. მთავარი მიზანია, გლობალურ პროცესებში, დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა. სხვა მხრივ, ერთმანეთს ხან დაგესლავენ, ხან მოეფერებიან, ეს არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
1788944838
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, არის იმის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს
„ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს“, - განუცხადა...
1788942019
საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტო 10-14 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. რაც...
1788941699
საზოგადოებასაქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ინფორმ...
1788941342
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ყველაფერი ფასდება საქმეებით, როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვებს ბადებს
„ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვე...
1788940784
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: თბილისში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ცვლილება არა „წარუმატებელი დროებითი რწმუნებულის ჩანაცვლება“, არამედ დიპლომატიური გუნდის გაძლიერებაა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება. მისი თქმით, ემი დიასის დროებით რწმუნებულად დანიშვნიდან დაახლოებ...



























