თამთა სოფრომაძე: ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებმა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მიზანშეწონილად მიიჩნია

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველს, ერთის მხრივ, წარმოადგენს მიმდინარე ინფლაციის ტენდენციები, რაზეც საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს საგარეო ფაქტორებს. მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკა რიგი გამოწვევების წინაშე დგას და, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგორესურსების ფასების საკმაოდ მკვეთრი ზრდა არის“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ.

მისი შეფასებით, საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკასაც გადმოეცემა და აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მიზნობრივი 3 პროცენტიანი მაჩვენებლიდან გადახრას, ძირითადად, მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკები, მათ შორის ენერგორესურსების ფასების ზრდა განაპირობებს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ მიწოდების შოკმა არ გაზარდოს ინფლაციური მოლოდინები. ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი - საბაზო ინფლაცია - აგვისტოს მდგომარეობით 3.6% იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს გავლენა ჯერ კიდევ ზომიერი რჩება“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა ცენტრალური პროგნოზის შესაბამისია. არსებული სცენარის მიხედვით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.2 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს.

ამასთან, ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.0 პროცენტი, ხოლო წლის პირველ შვიდ თვეში საშუალოდ 7.9 პროცენტი შეადგინა.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რომლის მიზანიც არის, რომ მას შემდეგ, რაც საგარეო ფაქტორების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარეგულირებელი აქტიურად გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებისა და მათი ადგილობრივ ეკონომიკაზე გადმოცემის ინტენსივობის მონიტორინგს. გახანგრძლივებული მიწოდების შოკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერი ზრდა შესაძლოა გაგრძელდეს, ხოლო ინფლაციური შოკის ამოწურვის შემდეგ სები ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25 პროცენტზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 9 სექტემბრის სხდომაზე მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 21 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788941699

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ინფორმ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1788941342

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ყველაფერი ფასდება საქმეებით, როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვებს ბადებს

„ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვე...

შალვა პაპუაშვილი

1788940784

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: თბილისში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ცვლილება არა „წარუმატებელი დროებითი რწმუნებულის ჩანაცვლება“, არამედ დიპლომატიური გუნდის გაძლიერებაა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება. მისი თქმით, ემი დიასის დროებით რწმუნებულად დანიშვნიდან დაახლოებ...

დავით ქართველიშვილი

1788939366

საზოგადოება

პაპუაშვილი გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე: აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის, უნდა ვამხილოთ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს

აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის...

შალვა პაპუაშვილი

1788937952

საზოგადოება

აჭარის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის ივლ...

აჭარის პოლიცია