ნინო წილოსანი: გაეროში საქართველოს სახელი არასწორი ფორმით იყო ნახსენები, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატებს საქართველოს მიმართ ნეგატიურ ჭრილში ინტერესი არ დაუკარგავთ
„მსოფლიოში არსებობს უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები, რეგიონში მიმდინარეობს ომი, ამ დროს კი, გაეროში ევროკავშირის ელჩმა მოიცალა, რომ საქართველოზე ტყუილები ისაუბროს და ადამიანის უფლებებზე ცრუ განგაში ატეხოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანმა კომენტარი გააკეთა გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებაზე, რომ „მოუწოდებენ საქართველოს, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა“. განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა დაკავებას“.
წილოსანის თქმით, საქართველოში პატიმრობაში მყოფი ადამიანები კანონის შესაბამისად არიან დაკავებული.
„ყველასთვის ნათელია, რომ ჟურნალისტი იყო, თუ აქციის მონაწილე, კანონის შესაბამისად იყო დაკავებული, მაგრამ ამის მიუხედავად, გაეროში საქართველოს სახელი ხმამაღლა იყო ნახსენები და თან, არასწორი ფორმით. ეს კიდევ აჩვენებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატებს საქართველოს მიმართ ნეგატიურ ჭრილში ინტერესი არ დაუკარგავთ. იმ ფონზე, როცა ევროკავშირის დასუსტების პროცესს თავადვე ქმნიან და ხელს უწყობენ, საქართველოზე ეს შეტევები გაუმართლებელი და ირაციონალურია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
1788941342
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ყველაფერი ფასდება საქმეებით, როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვებს ბადებს
„ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვე...
1788940784
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: თბილისში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ცვლილება არა „წარუმატებელი დროებითი რწმუნებულის ჩანაცვლება“, არამედ დიპლომატიური გუნდის გაძლიერებაა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება. მისი თქმით, ემი დიასის დროებით რწმუნებულად დანიშვნიდან დაახლოებ...
1788939366
საზოგადოებაპაპუაშვილი გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე: აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის, უნდა ვამხილოთ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს
აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის...
1788937952
საზოგადოებააჭარის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის ივლ...
1788936630
საზოგადოებაიმერეთის პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის...



























