"ინვალიდი დავიბადე, 15 წლისას მამა ჩამაკვდა ხელში 22 წლის ასაკში დედა. წამით შეადარე შენი ცხოვრება ჩემსას და რამდენ პლიუსაც იპოვი იმდენჯერ გაიცინე" - მაგდა გოგებაშვილის ემოციური პოსტი
"ერთ ადამიანს დეპრესიული პოსტი ედო და უცებ კომენტარი დაუწერა ამ გოგონამ... დავაკოპირე, რომ ნახოს ყველამ... არ ვიცნობ მას პირადად მაგრამ ძალიან მაგარი გოგო ხარ ! Magda Gogebashvili ", - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე და იქვე ურთავს მაგდა გოგებაშვილის პოსტს:
"რამდენ ჯგუფში დამიდვია იგივე კომენტარი, იქნებ ვინმეს მოტივაციად გამოვადგეთქო....რა არ გადავიტანე 26 წლის მანძილზე.
ინვალიდი დავიბადე (მარჯვენა ხელის პარეზი), ჩემებმა გაყიდეს ყველაფერი და მიშველეს დავრჩით ჰაერში...
დედაქალაქიდან რაიონში აღმოვჩნდით და დაიწყო ჯოჯოხეთი...15 წლისას მამა ჩამაკვდა ხელში...22 წლის ასაკში დედა..
სკოლის მერე სწავლაზე არც კი მიოცნებია, უნდა მემუშავა..
დედას შეერყა ჯანმრთელობა და გარდაცვალებამდე იმდენი წამალი მინდოდა ვერც კი ვითვლი, არც სწავლა, არც პროფესია, არც და არც ძმა, არავინ ხელის შემშველებელი... ამ უდიდეს ტკივილში სრულიად მარტო და ზედ დამატებული ბებიაჩემი, რომელიც 89 წლისაა და პამპერსზეა ნაბიჯს ვერ ვდგამ...
ისეა მოკედლებული ჩემზე, დავიწყებ სამსახურს, გახდება ცუდად, დავტოვებ სამსახურს და ვზივარ სახლში
და როცა ვმუშაობ ხელფასი 300 ლარით გამესაზღვრება (რაიონია და მეტი არ არის)
ახლა ამ წუთს, ორ თვეზე მეტია არ ვმუშაობ... თვეში 380 ლარია ჩემი შემოსავალი და ამით უნდა ვუზრუნველყო ყველაფერი: კვება, წამალი, გადასახადები...
გათენების მეშინია, არ ვიცი რა უნდა ვაჭამო ბებიას, ხან ხილი უნდა, ხან ტკბილი უნდა...
სახლი? არაა, ქოხში ვცხოვრობ...კიბე მონგრეული...იატაკი ჩავარდნილი...მინების ჩარჩოები დამპალი
ზოგჯერ ამ ყველაფერს რომ ვუყურებ ვკვდები...სხეული მიმძიმდება და ყველაფრის სურვილი მეკარგება, მაგრამ
მაგდა არ ვარ?! რას ვერ ავიტან და გავუძლებ? წამით შეადარე რა, შენი ცხოვრება ჩემსას და რამდენ პლიუსაც იპოვი იმდენჯერ გაიცინე ....
არ შეიძლება შენნაირ მაგარ გოგოს სიცოცხლე ეზიზღებოდეს!".
სხვა სიახლეები:
1794047820
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...
1794045749
ახალი ამბებიგივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...
1794043370
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...
1794041433
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...
1794039575
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...































