ირაკლი კირცხალია: არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი - ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი. შესაბამისად, ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში, თითქოსდა ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ, „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ამოქმედებას დაუჭირა მხარი.

„შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში მყოფ ყველა დემონსტრანტს გადასცა. გარემოება, რომ პრიზი გადაეცით ყველა დემონსტრანტს, მათ შორის მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და რაც მთავარია, ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში და არამეგობრული აქტია.

მივმართავ შვედურ მხარეს - რასაკვირველია, ზოგადად მადლობლები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ყურადღებას გამოხატავთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი შეშფოთება, რომელიც არაობიექტური ინფორმაციას ეფუძნება აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რაც თქვენი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია. მეორე მხრივ, საქართველოს, როგორც პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს და მის მმართველ გუნდს ნამდვილად გვაქვს შეშფოთების მიზეზი იმ პროცესებთან დაკავშირებით რაც თქვენს ქვეყანაში ხდება. იქნებ დაგვეხმაროთ და განგვიმარტოთ, თქვენს მსგავსად ჩვენც შეცდომაში ვართ შეყვანილი, თუ თქვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს ის პრობლემები და გამოწვევები, რაზედაც ხმამაღლა მიდის საუბარი. მაგალითად, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები; შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი; შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა. ასევე, გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე, შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად. თქვენგან განსხვავებით, ჩვენს მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ დროს თუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას. ასევე აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770114515

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი შესაძლებლობის დროს ჩვენ, პირველ რიგში, ვუსმენთ და ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატების მოსაზრებებს

„26 იანვარს, გაეროს ჟენევის შტაბ-ბინაში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეოთხე ციკლის ანგარიში გაიმართა, რომლის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყველა ს...

რატი იონათამიშვილი

1770112674

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი - ჩამობრძანდნენ ეუთო-ს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული არასასურველი პოლიტიკური ოპონ...

 ირაკლი კირცხალიამ

1770112378

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ, უნდათ თუ არ უნდათ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ. დებატებში კი არა, არჩევნებში დემოკრატიის ამ აუცილ...

ნინო წილოსანი

1770111720

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატებისა და დისკუსიის ჩახშობა გახდა

„ქვეყნის გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციის და რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის, ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვ...

ნინო წილოსან

1770111597

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში არჩევანი განსხვავებული პოზიციების ანალიზის შედეგად გააკეთოს, ამიტომაც, ამ ვითარების გამოსწორებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა

ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს. ამიტომაც, ამ მიმართულებით არსებული არაჯანსაღი ვითარების გამოსწო...

ნინო წილოსანი