ირაკლი კირცხალია BBC-ს სტატიაზე: გვექნება ღირსეული პასუხი, ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, თუ რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
ამაზე გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, თუ რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ BBC-ს სტატიასთან დაკავშირებით.
ირაკლი კირცხალია არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული სტატია ერთ-ერთი პირდაპირი შეურაცხყოფაა ქვეყნის, ერის, სახელმწიფოებრიობის.
„გავიდა წლები, გავიდა თვეები და თვიდან თვემდე, დღიდან დღემდე, ვხედავთ მათ სრულ ლუსტრაციას ყველა მიმართულებით. არასამთავრობო სექტორი იქნება, მედიასაშუალება იქნება, პოლიტიკური ჯგუფი იქნება, პარტია იქნება, ბიუროკრატები იქნებიან. რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელი ერთი რეზოლუცია ჩამოვთვალო, რომელი ერთი უბინძურესო განცხადება ჩამოვთვალო ჩვენი ქვეყნის მიმართ.
კიდევ ერთხელ, იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებთან ერთად ესეც არის ერთ-ერთი პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის. მთელი ინსტიტუციის, საქართველოს შეურაცხყოფაა, ის რაც მოვისმინეთ. როდესაც ჩვენი პარტიის განცხადებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, თუ რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
1764583785
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, პარლამენტის...
1764583593
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: მივიღეთ გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშ...
1764583407
საზოგადოებასაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინ...
1764582074
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობა თანამედროვე საუნივერსიტეტო 2 ქალაქის მშენებლობას იწყებს
საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების გა...
1764580969
საზოგადოებარატი იონათამიშვილი BBC-ს სტატიაზე: ქიმიური რას ეყოფა, ბარემ ბიოლოგიურიც ჩაეწერათ, მათი რა მიდიოდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „უფროსის გარეშე დარჩენილ BBC-ში...



























