ირაკლი კირცხალია: რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ BBC-ს სტატიასთან დაკავშირებით. კერძოდ, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

კირცხალიას თქმით, ძალიან ღრმა მარაზმში არიან გადასულები.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს. რა შეიძლება დავარქვათ. უბრალოდ, ძალიან ღრმა მარაზმში არიან უკვე გადასულები. გასაკვირი არ არის, როდესაც ჩვენ იმ მეინსტრიმ მედიებზე ვსაუბრობთ, როგორის არის BBC-ი. მათი სახე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა 2022 წლის შემდეგ მსოფლიო მასშტაბით. ასევე ნიშანდობლივია თეთრ სახლში რომ დაემატა გრაფა, სადაც არასანდო მედიასაშუალებებია ჩამოთვლილი და იქ არის BBC-იც მოხსენიებული.

გავიხსენოთ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინანდელი სკანდალი, რასაც შეეწირა რედაქტორი, თუ არ ვცდები ახალი ამბების აღმასრულებელი დირექტორი და ვხედავთ ამ ყველაფრის შემდეგ რას. ვხედავთ სრულ მარაზმს, აბსურდს, დაყრდნობით ვისზე, ჩახუნაშვილი და ა.შ. აქ რიგითი აგენტურის წარმომადგენელი, პატარა აგენტუკები, ასე ვიტყვი, რომლებიც ჩადიოდნენ და ცრუ დასმენას ახდენდნენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ასევე, შედარებით მძიმე წონიანი აგენტურული ქსელის წარმომადგენლებიც ვნახეთ, ჰელსინკის კომისია იქნება თუ სხვა და ამაზე დაყრდნობით BBC-ი, ყოფილი, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებისგან ვისმენთ ჩვენ ასეთ დეზინფორმაცია“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764584697

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ნარჩევი სამოქალაქო და მედია საზოგადოების მიერ „ლელოს“ ლიდერის ტერორისტულ აქტზე ტვინის ძაბვა, რომლის ამპლიტუდა არდაჯერებიდან გამართლებამდე მერყეობს, გვაჩვენებს, რომ საქმე შეშლილ რადიკალებთან გვაქვს

„ნარჩევი სამოქალაქო და მედია საზოგადოების მიერ "ლელოს" ლიდერის ტერორისტულ აქტზე ტვინის ძაბვა, რომლის ამპლიტუდა არდაჯერებიდან გამართლებამდე მერყეობს, გვაჩვენებს, რომ საქმე შეშლილ რადიკალებთან გვაქვს“,...

შალვა პაპუაშვილი

1764583785

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1764583593

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: მივიღეთ გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშ...

ქართული ოცნება

1764583407

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინ...

პროკურატურა

1764582074

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა თანამედროვე საუნივერსიტეტო 2 ქალაქის მშენებლობას იწყებს

საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების გა...

საქართველოს მთავრობა