ლაშა დარსალია ეუთოს მინისტერიალზე: საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, შესაბამისად, ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც იდგა ქართული მხრიდან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რომელიც მინისტრთან ერთად ვენაში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება, მედიასთან ვიზიტი შეაფასა.
მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, შესაბამისად, ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც იდგა მინისტრელიაზე ქართული მხრიდან.
„[ეუთო] ორგანიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის ორგანიზაცია, სადაც პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა. მოგეხსენებათ, საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, შესაბამისად, ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც იდგა ქართული მხრიდან. გარდა მინისტერიალით გათვალისწინებული შეხვედრებისა, გაიმართა ორმხრივ ფორმატში შეხვედრები მთელ რიგ პარტნიორ ქვეყნებთან, სადაც უპირველესი თემა იყო უსაფრთხოების თემები, კონკრეტულად საქართველოს ოკუპაციის საკითხები“, - აღნიშნა დარსალიამ.
მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი ვენაში გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრი მაღალი რანგის შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართავს.
1764919604
საზოგადოებალევან რატიანი ჩახუნაშვილების კვლევაზე: პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით. ეს მედიცინაში ნონსენსია და საუბარი ზედმეტია, რომ ეს რაიმე მეცნიერებაზეა დაფუძნებული
„პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით. რა თქმა უნდა, ეს მედიცინაში ნონსენსია და აღნიშნულიდან გამომდინარე, საუბარი ზედმეტია, რომ ეს რაიმ...
1764918336
საზოგადოებასასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე და საქართველოს 2 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „გუგუთის“, „სადახლოსა" და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1992 წელს დაბადებული ა.ვ., 1997 წელს დ...
1764918330
ახალი ამბებიამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეგრეთ წოდებულ „ფაქტჩეკერებს“, რომლებსაც ცენზორებად მოიხსენიებს, ვიზების გაცემაზე უარს ეტყვის
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ თანამშრომლებს ავალებს, უარი თქვან ვიზების განაცხადების მიღებაზე იმ პირებისგან, რომლებიც მუშაობდნენ ფაქტების შემოწმებაზე („ფაქტჩეკერები”), კონტენტის მოდერაციაზე...
1764916834
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძვე...
1764916210
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1985 წელს დაბა...




























