ირაკლი კობახიძე: გვქონდა სერიოზული გამოწვევები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს
ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025-მა წელმა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩაიარა წარმატებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.
პრემიერის თქმით, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც საქართველოს მომავალშიც მისცემს ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას.
„საინტერესო იყო ეს წელიწადი, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025-მა წელმა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩაიარა წარმატებით. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე რჩება რთული, კონფლიქტებით არის სავსე მთელი მსოფლიო, არის კრიზისი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ვითარებაში ჩვენ გვმართებს პრაგმატულობის და რაციონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ეს იყო ის, რითაც ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და საბოლოოდ ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მოგვცემს მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები, ეს პრიორიტეტები კონსტიტუციაშიც არის ასახული, ამ კუთხითაც არის ძალიან სერიოზული გამოწვევები“, - განაცხადა პრემიერმა.
1766426838
საზოგადოებაგივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰიონდუ კიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარ...
1766425349
საზოგადოებათეა ახვლედიანი: ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას
ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნ...
1766421543
საზოგადოებადანია აღშფოთებულია აშშ-ის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით
დანიამ აშშ-ის ელჩი, კენ ჰაუერი სასაუბროდ დაიბარა გრენლანდიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანის გუბერნატორის, ჯეფ ლენდრის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორშაბათს დანიის საგარეო საქმე...
1766417445
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა და იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკ...
1766415135
მსოფლიოსერგეი რიაბკოვი - არ ვაპირებთ, თავს დავესხათ ევროკავშირის ან ნატოს ქვეყნებს, რუსეთი არ მისდევს დაპყრობით მიზნებს, მზად ვართ, ეს თუნდაც იურიდიულად დავაფიქსიროთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, იურიდიულად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატოზე თავდასხმას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ სერგეი რიაბკოვმა სა...


























