თეა ახვლედიანი: ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას
ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას, სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, რომელთა მიმართებით საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს საგანგებო როლი და მისია აკისრიათ, - განაცხადა სახელმწიფო მინისრტრმა თეა ახვლედიანმა.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებზე მსჯელობას, განვიხილეთ შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების კუთხით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციის თანმდევი რთული მდგომარეობის მიუხედავად მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. ვფიქრობ, ელჩებთან სამუშაო სესია მეტად ნაყოფიერად და საინტერესოდ წარიმართა“, - აღნიშნა მინისტრმა.
„ელჩების კონფერენცია 2025“- ის ფარგლებში გამართული სამუშაო სესია „დიპლომატია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.
პანელურ დისკუსიაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკაგელაძე და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია. დისკუსიის მოდერატორი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია იყო.
1766426838
საზოგადოებაგივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰიონდუ კიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარ...
1766421543
საზოგადოებადანია აღშფოთებულია აშშ-ის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით
დანიამ აშშ-ის ელჩი, კენ ჰაუერი სასაუბროდ დაიბარა გრენლანდიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანის გუბერნატორის, ჯეფ ლენდრის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორშაბათს დანიის საგარეო საქმე...
1766417445
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა და იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკ...
1766415135
მსოფლიოსერგეი რიაბკოვი - არ ვაპირებთ, თავს დავესხათ ევროკავშირის ან ნატოს ქვეყნებს, რუსეთი არ მისდევს დაპყრობით მიზნებს, მზად ვართ, ეს თუნდაც იურიდიულად დავაფიქსიროთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, იურიდიულად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატოზე თავდასხმას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ სერგეი რიაბკოვმა სა...
1766414329
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განცხადებას მოაწერა ხელი
საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებები იწყება - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას, სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა...


























