ირაკლი კობახიძე: რუსეთთან ჩვენი პოლიტიკა ცხადია, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციასთან, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რასაც აქვს პოლიტიკური საფუძველი და ამასთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები

 რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.

მისივე თქმით, მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია, სტატუს-კვოს არსებითად შეცვლა შეუძლებელია, რაშიც იგულისხმება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, თუმცა საქართველოს რუსეთთან აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და აწარმოებს პრაგმატულ პოლიტიკას.

„რაც შეეხება რუსეთთან მიმართებით ჩვენს პოლიტიკას, პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, ჩვენ ერთი მხრივ გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან, ვიდრე ჩვენი ტერიტორიების 20 %, ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია, მანამდე, ბუნებრივია, შეუძლებელია სტატუს-კვოს არსებითად შეცვლა, მათ შორის, ამაში ვგულისხმობ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ამას აქვს თავისი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი. ეს არის ის არსებითად, რაც განაპირობებს ჩვენს ურთიერთობებს - არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ამასთან ერთად გვაქვს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და კვლავაც ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება. რა თქმა უნდა, არის უამრავი სირთულე ამ გზაზე, ბუნებრივია, გლობალური პოლიტიკაც რთულად ვითარდება, ვნახოთ როგორ შეიცვლება გარემოებები მომავალში, მაგრამ საზოგადოებას შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ განვუცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები და მთავარი წითელი ხაზი დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან,“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766428715

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ პარტნიორობა ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელია, ეს პარტნიორობა უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული, მზად ვართ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-თან

 ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ პარტნიორობა ყველასთან, ვისთანაც არის პარტნიორობა შესაძლებელი, ეს პარტნიორობა უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...

ირაკლი კობახიძ

1766426838

საზოგადოება

გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰიონდუ კიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარ...

გივი მიქანაძე

1766425349

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას

 ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნ...

თეა ახვლედიანი

1766421543

საზოგადოება

დანია აღშფოთებულია აშშ-ის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით

 დანიამ აშშ-ის ელჩი, კენ ჰაუერი სასაუბროდ დაიბარა გრენლანდიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანის გუბერნატორის, ჯეფ ლენდრის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორშაბათს დანიის საგარეო საქმე...

ლარს ლოკე რასმუსენი

1766417445

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა და იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკ...

ქვრივიშვილი