გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰიონდუ კიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივ სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს. მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოს სკოლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების გაძლიერების კუთხით გამოცდილების გაზიარებას.
გივი მიქანაძემ ელჩს განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტებისა და სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
თავის მხრივ, ჰიონდუ კიმმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები, ისევე როგორც განსახორციელებელი პროექტები და მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩის მეორე მდივანი თეჩან კიმი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია.
1766425349
საზოგადოებათეა ახვლედიანი: ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას
ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნ...
1766421543
საზოგადოებადანია აღშფოთებულია აშშ-ის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით
დანიამ აშშ-ის ელჩი, კენ ჰაუერი სასაუბროდ დაიბარა გრენლანდიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანის გუბერნატორის, ჯეფ ლენდრის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორშაბათს დანიის საგარეო საქმე...
1766417445
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა და იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკ...
1766415135
მსოფლიოსერგეი რიაბკოვი - არ ვაპირებთ, თავს დავესხათ ევროკავშირის ან ნატოს ქვეყნებს, რუსეთი არ მისდევს დაპყრობით მიზნებს, მზად ვართ, ეს თუნდაც იურიდიულად დავაფიქსიროთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, იურიდიულად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატოზე თავდასხმას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ სერგეი რიაბკოვმა სა...
1766414329
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განცხადებას მოაწერა ხელი
საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებები იწყება - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას, სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა...


























