მარიამ ქვრივიშვილმა და იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. სხდომის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული სფეროები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები არაერთი სექტორული მიმართულებით.
მარიამ ქვრივიშვილმა სერბ კოლეგას საქართველოს ეკონომიკური განვითარების და ზრდის დინამიკა გააცნო, ასევე მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მოლაპარაკებების დაწყების დაჩქარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების პროცესში.
კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, განისაზღვრა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის - ვაჭრობა, ეკონომიკა და ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა, ტურიზმი, ასევე ინოვაციები და ტექნოლოგიები.
საქართველოს მხრიდან საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძემ.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ხაზგასმულ იქნა საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელობა.
1766408363
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ფრენები არა მხოლოდ აუმჯობესებს დაკავშირებადობას, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს ბიზნეს სექტორის თანამშრომლობისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სერბეთის დედაქალ...
1766407464
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაზე სიტყვ...
1766406169
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩის თანათავმჯდომარებით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში...
1766403718
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, იაგოდა ლაზარევიჩთ...
1766403426
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, როგორც კი ჩნდება იმის შანსები, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, მაშინვე ეს ე.წ. მსურველთა კოალიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ისევ ომის რიტორიკა იყოს დღის წესრიგში
„საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, როგორც კი ჩნდება იმის შანსები, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, მაშინვე ეს ე.წ. მსურველთა კოალიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ისევ ომის რიტორიკა იყოს დღ...



























