ირაკლი კობახიძე: ევროპას გამოარჩევდა ორი მთავარი სიძლიერე გლობალურად - ეს იყო კეთილდღეობის მაღალი დონე და ძლიერი იდენტობა, 2008 წლიდან სწრაფი ტემპით დაკარგა ერთიც და მეორეც, ამ პროცესებშია ახლა ევროკავშირი, აქვს პრობლემები
ევროპას გამოარჩევდა ორი მთავარი სიძლიერე გლობალურად - ეს იყო კეთილდღეობის მაღალი დონე და ძლიერი იდენტობა, 2008 წლიდან სწრაფი ტემპით დაკარგა ერთიც და მეორეც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში".
მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს პრობლემები, რაც ყველაფერზე აისახება, მათ შორის, გაფართოების პოლიტიკაზეც.
„რაც შეეხება ევროინტეგრაციას, რომელიც არის ასევე კონსტიტუციური ამოცანა, აქაც გვაქვს სერიოზული სირთულეები და მათ შორის, აქაც სირთულეა ის, რომ თვითონ ევროკავშირს აქვს პრობლემები, რაც ყველაფერზე აისახება, მათ შორის, გაფართოების პოლიტიკაზეც. მთავარი პრობლემა ევროკავშირისთვის არის ის, რომ კონკრეტულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასთან ევროპულ ბიუროკრატიას სუვერენიტეტი აქვს მთლიანად დაკარგული, ასეთ პირობებში მათ უჭირთ საკუთარი ობიექტური ინტერესების, ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად მოქმედება და ეს ბევრ რამეშია გამოხატული. ამ ყველაფერზე საუბრობს ამერიკული უსაფრთხოების დოკუმენტიც. მათ შორის, რა პრობლემებია იგივე დემოკრატიის მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების მიმართულებებით და ა.შ. ამაზე უკვე ღიად საუბრობენ ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლები. რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3-4 წლის განმავლობაში და რასაც ნათლავდა ზოგი პრო-რუსულ პოლიტიკად, პრო-რუსულ ნარატივად და ა.შ. იმაზე საუბრობს დღეს ღიად ამერიკული ადმინისტრაცია. ძალიან მარტივად - ეს არის სიმართლე, რომელზეც ადრე ვსაუბრობდით თამამად ჩვენ და საერთაშორისო დონეზე არ გვყავდა ამ კუთხით მაინცდამაინც აქტიური პარტნიორები, ასე ვიტყოდი, დღეს კი ზუსტად იმავეს საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. მაგალითად, ეკონომიკური პრობლემები - ვსაუბრობდი ამ თემაზე მე, თუ როგორ შემცირდა მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის წილი 30 %-დან 2008 წლიდან - 2024 წლისთვის 17.5 %-მდე და იმავეს იმეორებს ამერიკული ადმინისტრაცია. ეს არის ის სიმართლე, ჭეშმარიტება, რაც დევს ხელის გულზე. უმძიმესი ტენდენციებია. რა თქმა უნდა, ევროკავშირს ჰქონდა 70-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ამის ხარჯზე დააგროვა კეთილდღეობა და ამას ინარჩუნებს დღემდე, მაგრამ ტენდენციებია შემაშფოთებელი. ევროპას რომ შევხედოთ, ევროპას გამოარჩევდა ორი მთავარი სიძლიერე, გლობალურად, რაც არავის სხვას არ ჰქონდა მსხვილი სუბიექტებიდან, ეს იყო კეთილდღეობის მაღალი დონე და ძლიერი იდენტობა. მაგალითად, აშშ-ს ჰქონდა კეთილდღეობის მაღალი დონე, მაგრამ არ ჰქონდა ძლიერი იდენტობა. ჩინეთს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, მაგრამ არ ჰქონდა კეთილდღეობის მაღალი დონე. საბოლოო ჯამში, ევროკავშირმა ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2008 წლიდან სწრაფი ტემპით დაკარგა ერთიც და მეორეც. ამ პროცესებში არის ახლა ევროკავშირი. კეთილდღეობის კუთხით არიც მძიმე ტენდენციები, რაზეც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც საუბრობდა და იდენტობის კუთხით და ეს ეხება ყველა ტიპის იდენტობას - ეთნიკურს, რელიგიურს, პერსონალურ იდენტობას, ყველა მიმართულებით არის რეგრესი. იყო ძალიან ძლიერი სუბიექტი, პირველ ადგილზე იყო ევროკავშირის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკებს შორის და ახლა გაასწრო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თითქმის ორჯერ, 2008 წლის შემდეგ, 15 ტრილიონიდან თითქმის 30-მდე გაიზარდა ამერიკული ეკონომიკა, ევროკავშირი იყო 19 ტრილიონი, დაახლოებით და დარჩა 19 ტრილიონი. ჩინეთი იყო 4 ტრილიონი და გაიზარდა 18 ტრილიონამდე. ამ მასშტაბის ცვლილებებსა და უარყოფით ტენდენციებზეა საუბარი ევროკავშირის მასშტაბით“, - განაცხადა პრემიერმა.
1766428715
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ პარტნიორობა ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელია, ეს პარტნიორობა უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული, მზად ვართ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-თან
ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ პარტნიორობა ყველასთან, ვისთანაც არის პარტნიორობა შესაძლებელი, ეს პარტნიორობა უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...
1766426838
საზოგადოებაგივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰიონდუ კიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარ...
1766425349
საზოგადოებათეა ახვლედიანი: ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას
ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნ...
1766421543
საზოგადოებადანია აღშფოთებულია აშშ-ის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით
დანიამ აშშ-ის ელჩი, კენ ჰაუერი სასაუბროდ დაიბარა გრენლანდიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანის გუბერნატორის, ჯეფ ლენდრის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორშაბათს დანიის საგარეო საქმე...
1766417445
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა და იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკ...



























