ირაკლი კობახიძე: კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით.

„არ გავუსწრებ მოვლენებს, ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი. გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე შევა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი. ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი. ისე შეიძლება, 20-საც გადასცდე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ 10-მდე პარტიაზე. კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება სარჩელი, შესაბამისად გამოქვეყნდება სია და იქ გაიგებთ ყველაფერს.

კიდევ ერთხელ შემიძლია, მოვიყვანო ბაჩო ახალაიას მაგალითი, რომელიც შეიძლება, არ იყო პარტიის წევრი, მაგრამ ის განეკუთვნებოდა ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი. დანარჩენი დაკონკრეტდება სარჩელში. გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761051800

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე

დასრულებულია მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს 73 ქვეყნიდან ჩამოსულ 2300-ზე მეტ ძალიან მაღალი რანგის სტუმარს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში თბილისში მნიშ...

 მარიამ ქვრივიშვილ

1761051784

ახალი ამბები

ვეტერინარული მანიპულაციები 4249 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 4249...

ვეტერინარული მანიპულაციები 4249 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა

1761050627

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ემაარ ჯგუფის პროექტი „იგლ ჰილს საქართველო გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო „იგლ ჰილს საქართველოს” ოფისის და საპრეზენტაციო სივრცის ინაუგურაციის ცერემო...

მარიამ ქვრივიშვილ

1761050331

ახალი ამბები

ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა

ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

შსს

1761049290

საზოგადოება

გიორგი მამაცაშვილი ISFED-ის კვლევაზე: იმდენად კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სასაცილო რომ არ იყოს, სატირალი იქნებოდა. როცა უნდოდათ, დახურავდნენ ტელევიზიებს და გამომცემლობა „სამშობლოდან“ წიხლისკვრით ყრიდნენ მედიასაშუალებებს

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი ორგანიზაცია ISFED-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც იგი აღნიშნავს, იმდენად კლინიკური შემთხვევაა,...

გიორგი მამაცაშვილ