მარიამ ქვრივიშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე

დასრულებულია მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს 73 ქვეყნიდან ჩამოსულ 2300-ზე მეტ ძალიან მაღალი რანგის სტუმარს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში თბილისში მნიშვნელოვანი ფორუმი ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრები, ვიცე-პრემიერები და მინისტრები, აგრეთვე წამყვანი კორპორაციების ხელმძღვანელები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარების ადგილების დათვალიერებისა და ფორუმის სამზადისის გაცნობის შემდეგ.
22-23 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ტრადიციული ფორუმი ჩატარდება, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, იმართება. გახსნითი ცერემონია თბილისის ოპერის თეატრში მოეწყობა. სულ 7 თემატური პანელური დისკუსია გაიმართება და მასში რეგიონის ქვეყნების წამყვანი პოლიტიკური ლიდერები და ბიზნეს კორპორაციების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პანელური დისკუსიებისას საქართველოს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, საერთაშორისო არეალზე ღირსეულად წარადგინოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა და კიდევ ბევრი პროექტი, რომლებიც უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას შუა დერეფანში.
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ფორუმზე ისეთი მაღალი რანგის ბიზნეს ლიდერის ჩამოსვლას, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული ჯგუფის „ემაარის“ დამფუძნებელი მუჰამედ ალი ალაბარი, რომლის კომპანია „იგლ ჰილსი“ საქართველოში 6,5 მლრდ დოლარის ჯამური ინვესტიციის დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მუჰამედ ალი ალაბარს ფორუმის ფარგლებში ექნება პირადი ინტერვიუ, რომლის დროსაც საზოგადოება მეტს შეიტყობს აღნიშნული საინვესტიციო პროექტის შესახებ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განვლილ ათწლიან პერიოდში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმად ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის წარმართვისთვის. „ამასთან, ფორუმი არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე და ღირსეულად წარადგინოს ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელთაც ყოველწლიურად შედეგების სახით ვხედავთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1761056480
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მორიგ ცრუ და ცილისმწ...
1761055094
საზოგადოებარატი იონათამიშვილი ევროკავშირის ელჩის ციხეში გაგზავნილ წერილზე: ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს
ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, ამით შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“...
1761053647
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული...
1761053199
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვიზებზე ახალი რეგულაციების შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით: ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ არანაირი შიში არ გვაქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კაია კალასის ინიციატივა, სავარაუდოდ, დეპუტატებს შეეხება. მისივე თქმით, მათ საქმით დაამტკიცეს, რომ სანქციების არ...
1761052872
საზოგადოებაშსს შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაკავებულებზე: შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს, - განაცხადა დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბ...