შსს შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაკავებულებზე: შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს, - განაცხადა დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის რეგულაციები გამკაცრდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი - ა.გ., ქ.ც., თ.თ., დ.ა., უ.გ., დ.ე., ი.კ., კ.მ., ბ.კ., ბ.ქ., ნ.ბ., ს.ჯ. და თ.ს დააკავეს.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის. აქედან გამომდინარე თავს ვიკავებთ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისაგან.
მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, ამასთან, აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველებმა ადგილზე არაერთხელ განუმარტეს, რომ არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, თუმცა მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.
აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად - მოახდენენ ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
1761056480
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მორიგ ცრუ და ცილისმწ...
1761055094
საზოგადოებარატი იონათამიშვილი ევროკავშირის ელჩის ციხეში გაგზავნილ წერილზე: ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს
ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, ამით შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“...
1761053647
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული...
1761053199
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვიზებზე ახალი რეგულაციების შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით: ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ არანაირი შიში არ გვაქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კაია კალასის ინიციატივა, სავარაუდოდ, დეპუტატებს შეეხება. მისივე თქმით, მათ საქმით დაამტკიცეს, რომ სანქციების არ...
1761052366
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7110 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7076 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...