სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მორიგ ცრუ და ცილისმწამებლურ განცხადებას, რომელიც წარმოადგენს იმ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს, რასაც პოლიტიკურად დაინტერესებული პირები, თუ საინფორმაციო საშუალებები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებენ და რომლის მიზანიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის შელახვაა.

ბრალდებული კ. კოკაია 2025 წლის 10 ოქტომბრიდან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება; 2025 წლის 13 და 16 ოქტომბერს, ასევე, ჩაუტარდა სკრინინგული, ლაბორატორიული კვლევები. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.

პარალელურად, სამედიცინო პერსონალის მიერ შესწავლილ იქნა მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბრალდებულ კ. კოკაიას აღენიშნება გულის უკმარისობა III, ესენციური ჰიპერტენზია, აორტო-კორონარული შუნტის არსებობა, არასტაბილური სტენოკარდია, კორონარული ანგიოპლასტიკური იმპლანტანტისა და ტრანსპლანტანტის არსებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაგეგმილია კარდიოლოგის კონსულტაცია.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს შეუფერხებლად მიეწოდა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისას შემოტანილი მედიკამენტები და დაენიშნა შესაბამისი დიეტური კვება.

რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას მხედველობისა და სათვალის საკითხთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ, ბრალდებულის გადმოცემით, მხედველობის გარკვეული პრობლემები აქვს მხოლოდ მარცხენა თვალში, 2025 წლის 25 ოქტომბერს დაგეგმილია ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რის შემდგომაც ბრალდებული უზრუნველყოფილი იქნება ექიმის მიერ დანიშნული როგორც სამედიცინო საშუალებებით, ისე ოპტიკური სათვალით.

რაც შეეხება ტემპერატურის მომატებას, ამ მხრივ ბრალდებულ კ. კოკაიას რაიმე სახის ჩივილით სამედიცინო პერსონალისთვის არ მიუმართავს. ამჟამად სხეულის ტემპერატურა ნორმალურია, რესპირატორული სიმპტომები არ ვლინდება. მას კიდევ ერთხელ განემარტა ექიმის მიერ, რომ, მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მათ შორის, არტერიული წნევის მონიტორინგისთვის, უნდა მიმართოს სამედიცინო პერსონალს, რის შემდეგაც პარამეტრების გაზომვა მოხდება შეუზღუდავად.

ამ ეტაპზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური, დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761058398

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1761055094

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი ევროკავშირის ელჩის ციხეში გაგზავნილ წერილზე: ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს

ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, ამით შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“...

 რატი იონათამიშვილი

1761053647

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული...

მიხეილ ყაველაშვილ

1761053199

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვიზებზე ახალი რეგულაციების შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით: ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ არანაირი შიში არ გვაქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კაია კალასის ინიციატივა, სავარაუდოდ, დეპუტატებს შეეხება. მისივე თქმით, მათ საქმით დაამტკიცეს, რომ სანქციების არ...

ლევან მაჭავარიანი

1761052872

საზოგადოება

შსს შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაკავებულებზე: შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს, - განაცხადა დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბ...

 ვაჟა სირაძე