მარიამ ქვრივიშვილი: ემაარ ჯგუფის პროექტი „იგლ ჰილს საქართველო გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო „იგლ ჰილს საქართველოს” ოფისის და საპრეზენტაციო სივრცის ინაუგურაციის ცერემონიაში. ღონისძიებას დაესწრო „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელი მოჰამედ ალი ალაბარი.
„იგლ ჰილს საქართველოს” ოფისმა თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ ყოფილ შენობაში დაიწყო ფუნქციონირება. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ერთი თვის წინ საქართველოში გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისა და სამთავრობო გუნდის ისტორიული ვიზიტი შედგა, რომლის მიმდინარეობისას შეთანხმდა ყველა საკვანძო საკითხი და დეტალი, რაც საქართველოში „ემაარ ჯგუფის“ შემოსვლას უკავშირდება.
„დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს - ბატონ მოჰამედ ალაბარს, რომლის პირადი ჩართულობით და ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი სწრაფი ნაბიჯებით მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღებიდან ხელშესახები შედეგების მიღწევა. დღეს ჩვენი დედაქალაქის ცენტრში, ისტორიული შენობის პირველ სართულზე ვხსნით ემაარ ჯგუფის პროექტის, „იგლ ჰილს საქართველოს“ საპრეზენტაციო სივრცეს, რომელიც გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
„ემაარ ჯგუფი“ საქართველოში, ორ პროექტში - თბილისში, კრწანისის რაიონში და ბათუმის სიახლოვეს, გონიოს ტერიტორიაზე 6,5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. „იგლ ჰილს საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, თბილისსა და ბათუმის მიმდებარედ განვითარდება თანამედროვე, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ამავე პროექტის ფარგლებში ბათუმში იახტების ნავმისადგომიც აშენდება, რაც საზღვაო ქალაქს სრულიად ახალ, თუმცა ბუნებრივ ეტაპზე გადაიყვანს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს არის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც უდიდესი გავლენა ექნება მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე.
„პროექტი იქნება დასაქმების დიდი ხელშემწყობი, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი. იქმნება ორი ახალი დანიშნულების ადგილი თბილისსა და ბათუმთან ახლოს, გონიოში, რომლებიც შექმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას - გააერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, განთავსების ობიექტებს, სავაჭრო ქუჩებს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ახალ დანამატს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით მოხდა პროექტის სწრაფი ტემპებით განვითარება და ასევე მოჰამედ ალი ალაბარს საქართველოს პოტენციალის სწორი შეფასებისთვის და პარტნიორობისთვის. მინისტრის განცხადებით, ეს იქნება გამორჩეული პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას.
„საქართველომ საკმაოდ რთული გზა გაიარა, იყო კომპლექსური გამოწვევები, მათ შორის კოვიდ პანდემიის შემდგომ ომი რეგიონში, თუმცა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრე და მედეგობა, ისევე, როგორც სიცოცხლისუნარიანობა. სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ საქართველო ლიდერია რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდის კუთხით. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება, წარმატების ფორმულა, რომელიც შექმნა საქართველომ და რასაც ხედავს ჩვენი ყველა მეგობარი, მათ შორის ბატონი მოჰამედ ალაბარი, რომელთანაც წლების პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს. სწორედ ამ ნდობამ განაპირობა, რომ უპრეცედენტო მოცულობის, 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მივიღეთ საქართველოში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
1761058398
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ...
1761056480
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კ. კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მორიგ ცრუ და ცილისმწ...
1761055094
საზოგადოებარატი იონათამიშვილი ევროკავშირის ელჩის ციხეში გაგზავნილ წერილზე: ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს
ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, ამით შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“...
1761053647
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული...
1761053199
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვიზებზე ახალი რეგულაციების შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით: ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ არანაირი შიში არ გვაქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კაია კალასის ინიციატივა, სავარაუდოდ, დეპუტატებს შეეხება. მისივე თქმით, მათ საქმით დაამტკიცეს, რომ სანქციების არ...