ირაკლი კობახიძე: საჯარო მოწოდებების თანახმად, ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას - თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი

„საჯარო მოწოდებების თანახმად, ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით ყველა კანონდამრღვევის მიმართ კანონი იმოქმედებს ძალიან მკაცრად.
„პირველ რიგში, აქცენტი უნდა გავაკეთოთ საჯარო მოწოდებებზე, საჯარო მოწოდებების თანახმად, ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. ამაზე ღიად საუბრობენ შესაბამისი პარტიების ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც არიან ჩართულნი ამ აქციის ორგანიზებაში. რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, ეს განცხადებები უკვე თავისთავად არის არაკონსტიტუციური, გულისხმობს არაკონსტიტუციური მიზნის მიღწევის მცდელობას თავისი შინაარსით. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მრავალი ოპერატიული ინფორმაცია. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. ეს სიურპრიზი დახვდებათ მათ კანონის ფარგლებში, მაგრამ, კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად“, - განაცხადა პრემიერმა.
1759488961
საზოგადოებაკახა კალაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს - გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებში არიან დამნაშავეები
რეზოლუციები ახალი არაა, კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, თუ როგორ ხდება მათი მიღება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღ...
1759488921
საზოგადოებაკახა კალაძე ოპოზიციის მიერ არჩევნების არაღიარებაზე: წარმოუდგენელია, ოპოზიციის ერთი მხარე დამხობით ემუქრება ხალხს, მეორე კი გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურების მუშაობის გაჩერებას აპირებს
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ. მისივე განმარტებით, ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების...
1759487905
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან, ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა
„საუბარი დამხობაზე შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას, დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს“, - ამ...
1759487879
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1759487848
საზოგადოებაპრემიერი: ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან დაკავშირებით
„ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა კანდიდატებს შორის, თუმცა არამარტო, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდი შვი...