ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები აცხადებენ, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას.
„რაც შეეხება შრომის ბაზრის ანალიზს, ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ საჯარო განცხადებები, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას. ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები გვეუბნებოდნენ ამ ყველაფერს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შრომის ბაზრის ანალიზი არ ჩატარებულა. გვაქვს ასეთი მდგომარეობა - ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად. ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში. საქართველოში დღეს არის 20 000 ექიმი. საერთაშორისო სტატისტიკას თუ შევხედავთ, ერთ-ერთი მოწინავე ვართ ამ მაჩვენებლით. როცა საუბარია 20 000 ექიმზე, უხეშად 40 წელზე რომ გადავიანგარიშოთ, გამოდის, რომ, იმისათვის, რომ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით ექიმები არ მივიღოთ, 500-600 ექიმზე მეტი თუ გამოუშვა ჩვენმა სისტემამ, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი განწირულია იმისთვის, რომ თავისი დიპლომის მიხედვით ვერ დასაქმდება. ამიტომ არის საჭირო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება, რომ მომავალი ექიმები არ გავწიროთ ან ემიგრაციისთვის, ან იმისთვის, რომ დიპლომით ვერ იმუშავებს. შევისწავლეთ როგორც კერძო, ისე აჯარო სექტორი და დავადგინეთ, რამდენი იურისტი სჭირდება ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. დადგინდა, რომ წლის განმავლობაში მოთხოვნა არის 700 იურისტის გამოშვებაზე. 700-ის ზევით ახალგაზრდები განწირულები არიან იმისთვის, რომ ვერ დასაქმდებიან. საქართველოში გასული 5 წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, საშუალოდ უნივერსიტეტებში, იურიდიულ ფაკულტეტებზე ირიცხებოდა 3600 სტუდენტი. აქედან სწავლას ამთავრებდა 2050. მოთხოვნა არის 700. ეს ნიშნავს, რომ 3600 სტუდენტიდან 2900 განწირულია იმისათვის, რომ ვერასდროს ისარგებლებს იურისტის დიპლომით. აქ როგორ შეიძლება არ ჩატარდეს შრომის ბაზრის ანალიზი. უახლოეს მომავალში გავმართავთ ამ კვლევის პრეზენტაციას ჩართულები იქნებიან განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროები “, - განაცხადა პრემიერმა.
1771092259
საზოგადოებამარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია
ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონ...
1771092106
საზოგადოებაპრემიერი: დისკუსიას სთავაზობს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტს და 2-3 დღეში ყოველგვარი დისკუსიის გარეშე აქციას აწყობ. სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ჩვენ, როდესაც პროექტი შევადგინეთ ამ კონცეფციის, შეხვედრა გავმართეთ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან, შემდეგ ბატონ გივის და მის მოადგილეს ჰქონდათ შეხვედრა კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან და იქ...
1771091978
საზოგადოებაგივი მიქანაძე: ყველა საფეხურის სწავლა, დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით, მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები
ყველა საფეხურის სწავლა (დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით) მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები, - განაცხადა...
1771091627
საზოგადოებამიქანაძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე: ყველაფერი გამომდინარეობს კონცეფციიდან, რომელიც 4 თვის წინ პრემიერმა წარადგინა, ყველას ვეუბნებოდით, თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, წარმოადგინეთ - 4 თვე გავიდა და ახლა ვისმენთ, რომ რაღაცით ხართ უკმაყოფილო
კანონმდებლობასთან დაკავშირებით ითქვა, აბსურდული და ფრაგმენტულიაო. არანაირი აბსურდული და ფრაგმენტული არ არის, ბატონო ლევან. ეს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ჯერ დეკემბერში, ხოლო შემდეგ ერთი კვირის...
1771091540
საზოგადოებაპრემიერი: მე, როდესაც ვამბობ, რომ მწირი რესურსი გვაქვს და ამ მწირ რესურსს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება, ეს არის არგუმენტი, შეიძლება, არ მოგეწონოთ ჩემი არგუმენტი და უნდა დაუპირისპიროთ თქვენი არგუმენტი, მაგრამ თქვენ არგუმენტი არ გაქვთ
მესამე გამოსვლა - ნული არგუმენტი, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში განათლების...


























