გივი მიქანაძე: ყველა საფეხურის სწავლა, დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით, მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები

ყველა საფეხურის სწავლა (დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით) მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები, - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

როგორც მინისტრმა განაცხადა, შემდეგი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასო იქნება.

„ვიცით, რომ 64 უნივერსიტეტიდან 19 არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რაც ნიშნავს, რომ ის არის სახელმწიფოს დაფინანსებაზე. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც მმართველი გუნდის პოლიტსაბჭომ, პირადად პრემიერის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიიღო, როდესაც შემდეგი სასწავლო წლიდან სწავლა, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში იქნება უფასო.

ამ რეფორმის გარეშე, მხოლოდ უფასო სწავლაზე გადასვლას ეფექტი ვერ ექნება და ვერ მოგვცემს იმ შედეგიანობას, რაზეც ჩვენი საზოგადოებაა ორიენტირებული. ამიტომ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქის აღზრდაზე, მისი კომპეტენციის განვითარებაზე, მის პროფესიონალურად ჩამოყალიბებაზე არის ორიენტირებული.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოსგან მოდის დაკვეთა და ეს დაკვეთა (პირველად ხდება ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ), ეფუძნება ბაზრის კვლევას და ამ ბაზრის კვლევიდან გამომდინარე ჩვენ ვიძლევით კონკრეტულ დაკვეთას იმ უნივერსიტეტებზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771092259

საზოგადოება

მარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონ...

მარიამ ჭანტურია

1771092106

საზოგადოება

პრემიერი: დისკუსიას სთავაზობს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტს და 2-3 დღეში ყოველგვარი დისკუსიის გარეშე აქციას აწყობ. სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია

ჩვენ, როდესაც პროექტი შევადგინეთ ამ კონცეფციის, შეხვედრა გავმართეთ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან, შემდეგ ბატონ გივის და მის მოადგილეს ჰქონდათ შეხვედრა კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან და იქ...

ირაკლი კობახიძე

1771092040

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში

ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატ...

ირაკლი კობახიძე

1771091627

საზოგადოება

მიქანაძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე: ყველაფერი გამომდინარეობს კონცეფციიდან, რომელიც 4 თვის წინ პრემიერმა წარადგინა, ყველას ვეუბნებოდით, თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, წარმოადგინეთ - 4 თვე გავიდა და ახლა ვისმენთ, რომ რაღაცით ხართ უკმაყოფილო

კანონმდებლობასთან დაკავშირებით ითქვა, აბსურდული და ფრაგმენტულიაო. არანაირი აბსურდული და ფრაგმენტული არ არის, ბატონო ლევან. ეს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ჯერ დეკემბერში, ხოლო შემდეგ ერთი კვირის...

გივი მიქანაძე

1771091540

საზოგადოება

პრემიერი: მე, როდესაც ვამბობ, რომ მწირი რესურსი გვაქვს და ამ მწირ რესურსს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება, ეს არის არგუმენტი, შეიძლება, არ მოგეწონოთ ჩემი არგუმენტი და უნდა დაუპირისპიროთ თქვენი არგუმენტი, მაგრამ თქვენ არგუმენტი არ გაქვთ

მესამე გამოსვლა - ნული არგუმენტი, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში განათლების...

 ირაკლი კობახიძე