მიქანაძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე: ყველაფერი გამომდინარეობს კონცეფციიდან, რომელიც 4 თვის წინ პრემიერმა წარადგინა, ყველას ვეუბნებოდით, თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, წარმოადგინეთ - 4 თვე გავიდა და ახლა ვისმენთ, რომ რაღაცით ხართ უკმაყოფილო

კანონმდებლობასთან დაკავშირებით ითქვა, აბსურდული და ფრაგმენტულიაო. არანაირი აბსურდული და ფრაგმენტული არ არის, ბატონო ლევან. ეს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ჯერ დეკემბერში, ხოლო შემდეგ ერთი კვირის წინ პარლამენტმა განიხილა და დაამტკიცა, გამომდინარეობს იმ კონცეფციიდან, რომელიც 4 თვის წინ პრემიერმა წარადგინა, - მიმართა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ოპონენტს, თსუ-ს პროფესორს, ლევან გორდეზიანს უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ დისკუსიისას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმა იმ კონცეფციიდან გამომდინარეობს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა 4 თვის წინ წარადგინა და უკმაყოფილება მხოლოდ ახლა ისმის.

„იმავე დღეს, როგორც კი კონცეფციის წარდგენა მოხდა და პრეზენტაცია დასრულდა, ის აიტვირთა და საჯაროდ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი.

აბსოლუტურად ყველას ვეუბნებოდით, რომ თუ რაიმე არგუმენტი, პოზიცია, შეხედულება გაქვთ, წარმოადგინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. 4 თვე გავიდა და ახლა ვისმენთ, რომ რაღაცით ხართ უკმაყოფილო, რომ თურმე, კანონმდებლობა ყოფილა ფრაგმენტული და რიგ შემთხვევებში აბსოლუტურად აბსურდული.

მე გეტყვით, აბსურდული რა კანონმდებლობაა. აბსურდული ის კანონმდებლობაა, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს [იყო მიღებული], 7 ნაწილად გვაქვს წარმოდგენილი და დღეს განათლებისა და მეცნიერების სფეროს 7 კანონი არეგულირებს, რომელიც იმდენად არ პასუხობს დღევანდელ რეალობას, რომ საგაზაფხულო სესია იქნება თუ საშემოდგომო, სულ გვიწევს ცვლილებების შეტანა.

ამიტომ ახლა ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელიც სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე უკვე კოდიფიცირებულ ვერსიაში - რომელიც უპასუხებს ერთიან სტანდარტს, წარედგინება პარლამენტს განსახილველად”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771092259

საზოგადოება

მარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონ...

მარიამ ჭანტურია

1771092106

საზოგადოება

პრემიერი: დისკუსიას სთავაზობს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტს და 2-3 დღეში ყოველგვარი დისკუსიის გარეშე აქციას აწყობ. სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია

ჩვენ, როდესაც პროექტი შევადგინეთ ამ კონცეფციის, შეხვედრა გავმართეთ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან, შემდეგ ბატონ გივის და მის მოადგილეს ჰქონდათ შეხვედრა კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან და იქ...

ირაკლი კობახიძე

1771092040

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში

ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატ...

ირაკლი კობახიძე

1771091978

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ყველა საფეხურის სწავლა, დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით, მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები

ყველა საფეხურის სწავლა (დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით) მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები, - განაცხადა...

გივი მიქანაძე

1771091540

საზოგადოება

პრემიერი: მე, როდესაც ვამბობ, რომ მწირი რესურსი გვაქვს და ამ მწირ რესურსს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება, ეს არის არგუმენტი, შეიძლება, არ მოგეწონოთ ჩემი არგუმენტი და უნდა დაუპირისპიროთ თქვენი არგუმენტი, მაგრამ თქვენ არგუმენტი არ გაქვთ

მესამე გამოსვლა - ნული არგუმენტი, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში განათლების...

 ირაკლი კობახიძე