ირაკლი კობახიძე: საზოგადოების განწყობა ოპოზიციის მიმართ არის უმძიმესი, ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში - კვლევის თანახმად, ჩვენ არათუ ახლოს ვართ ამ მიზანთან, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა

„ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი და ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება და კვლევის თანახმად, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა.

„ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი. ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა - 64 64-ზე. 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზანი, ეს არის ის, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები. როგორც ხედავთ, კვლევის თანახმად, ჩვენ არათუ ახლოს ვართ ამ მიზანთან, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757585764

საზოგადოება

მარტვილის მუნიციპალიტეტში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ინფორმაციის მი...

ძაღლის ცოფი

1757584465

ახალი ამბები

მაია ბითაძე: გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა

გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განა...

მაია ბითაძე

1757584001

საზოგადოება

კახა კალაძე: დაკავებულს პატიმრობა შეეფარდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან საარჩევნო შტაბის შენობაზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქ...

კახა კალაძე

1757583417

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებელი რიტორიკის პირდაპირი და არაორაზროვანი შედეგია, ვგმობ ძალადობის ამ წარმოუდგენელ და მხეცურ აქტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმაურება. „ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებე...

შალვა პაპუაშვილი

1757583071

ახალი ამბები

კახა კალაძე: დაპატიმრებულს პატიმრობა შეეფარდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს, კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

„არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საარჩევნო შტაბის შენობაზე განთავსებული ბანერის დაზიანები...

კახა კალაძე