იურისტი, ნინო კვაჭანტირაძე, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს უკრაინაში წასვლას გეგმავს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, რეორგანიზაციის ჩატარების გამო, სამსახურიდან, სულ ცოტა, 35 ადამიანს უშვებენ. მათ შორისაა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, ნინო კვაჭანტირაძე.

ქალბატონი ნინო, ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი კრეატიული აზროვნებით, სამსახურისადმი პასუხისმგებლობით, მეგობრებსა და საახლობლო წრეში კი მას იცნობენ, როგორც ძალიან ენერგიულ, კომუნიკაბელურ ადამიანს. ის აქ არაერთ პროექტში მონაწილეობდა და  ოზურგეთის ზედამხედველობის სამსახურში კარგად იციან, რომ მისი იდეები მუდამ მოწონებას იმსახურებდა.

ნინო კვაჭანტირაძე ამბობს, რომ თავად არ იცის, რატომ უშვებენ სამსახურიდან, ასე უცერემონიოდ, იგივე ადამიანები, თანატოლები, რომლებთანაც მხოლოდ მეგობრობა და კარგი დამოკიდებულება აკავშირებდა.

მან თქვა, რომ უკვე ბოლო ხელფასიც აიღო  და ფიქრობს, წავიდეს უკრაინაში, ქვეყანაში, რომლის გულმხურვალე მხარდამჭერიცაა.

- ვარკვევ კავშირებს. ავტომატს ვერ გავიდებ ზურგზე, რადგან სროლა არ ვიცი! თუმცა, წყალს რომ დავალევინებ ვინმეს, დაჭრილს რომ მოვუვლი, ბავშვებს და მოხუცებს რომ მოვეფერები, ეჭვი არ მეპარება! ეს კარგად გამომივა,- გვითხრა მან.

რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებას, ნინო კვაჭანტირაძემ კომენტარი გააკეთა, სადაც იუმორს და ირონიასაც არ იშურებს:

„7 წელი მუნიციპალიტეტის მერიაში ვმუშაობდი, სხვადასხვა პოზიციაზე. რამდენი სამსახურის უფროსი და მერი შევიცვალე, სათვალავი ამერია. (არითმეტიკა ჩემი სუსტი მხარეა). ვერცერთი მათგანი, ჩემ მიერ შესრულებულ სამუშაოზე, ვერ იტყვის საყვედურს. შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს, რა თქმა უნდა, უჩემოდაც გაგრძელდება საქმეები, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა - ყველა ჯერზე, ახალი მერი სამსახურიდან გაშვებით მემუქრებოდა. ახალმა მუქარის გარეშე გამიშვა! ეს წინსვლაა! გული მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება, არავის შეუწუხებია თავი, აეხსნა რა მიზეზით მიშვებენ სამსახურიდან.

ეს რეორგანიზაციები, იცით, რას მახსენებს? მეორადებში რომ იაფად კაბას იყიდი და შენ ჭკუაზე გინდა გადააკეთო, ერთხელ გადააკეთებ, ცოტა ხანი მოგწონს, მერე ახალი იდეა გებადება და კიდე გადააკეთებ, ცოტა ხანი კიდევ ატარებ ამ კაბას და ისევ თავიდან იწყებ გადაკეთებას. ბოლოს აღარც ნაჭერი დაგრჩება და აღარც კაბა, იმდენჯერ ჩაატარეს რეორგანიზაცია რომ…“ - გვითხრა ქალბატონმა ნინომ.

წყარო: gurianews.com

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 "არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც უმწეო ბავშვებისა და მოხუცების ხოცვა-ჟლეტას, უკრაინელთა გენოციდს და გენოციდის ჯერ კიდევ უცნობ ფაქტებს გაამართლებს" - მეუფე გრიგოლი

📌 "მარგველაშვილი თუ გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, იქნება ინოვაცია, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში მოიყრის თავს" - შალვა ნათელაშვილი

📌 რა ცვლილება დახვდებათ მოსწავლეებსა და მშობლებს მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791304037

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...

გურამ მაჭარაშვილი

1791299576

ახალი ამბები

ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...

 ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა

1791299385

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია

ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1791298228

საზოგადოება

„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...

მაკა ბოჭორიშვილი

1791297512

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...

ეთერ ლიპარტელიანი