ივანე ჩხაიძე საქართველოში კორონავირუსის მე-6 ტალღის დასრულებას თებერვლის ბოლოს პროგნოზირებს
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკის დასრულებას, თებერვლის ბოლოს პროგნოზირებს.
მისი თქმით, პროგნოზის გაკეთებისას, სპეციალისტები იმ ევროპული ქვეყნების გამოცდილებით ხელმძღვანელობენ, სადაც „ომიკრონი“ საქართველოზე ადრე გავრცელდა.
ჩხაიძის თქმით, ამ პროგნოზებით, საქართველოში „ომიკრონის“ გავრცელების პიკური მაჩვენებელი 4-10 თებერვალს უნდა დაფიქსირებულიყო.
"თუ გადავხედავთ დღევანდელ სტატისტიკას, 2 თებერვალს, საქართველოში შემთხვევების მატებიდან ზუსტად 4 კვირის შემდეგ, დაფიქსირდა დღეისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 26 200 შემთხვევა და დღეისათვის ეს რჩება პიკურ მაჩვენებელს.
შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ სწორედ 2 თებერვალს დაფიქსირებული მაჩვენებელი იყოს მეექვსე ტალღის პიკი საქართველოში და როგორც ახლა, 2 თებერვლიდან დღემდე შემთხვევები თანდათან მცირდება, ეს ტენდენცია გაგრძელდეს მომდევნო დღეების განმავლობაში.
თუმცა, მაინც ვიტოვებთ გარკვეულ პერიოდს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ ამ 4-6-კვირიანი პიკის მიღწევის ხანგრძლივობა და თუ მომდევნო კვირაში, კერძოდ სამშაბათს, ახალი შემთხვევების რაოდენობა 26 200-ზე ნაკლები იქნება, მაშინ უფრო მეტად დაჯერებით შევძლებთ ვთქვათ, რომ საქართველოში მეექვსე ტალღის დაღმავალი პერიოდი დაიწყო და გვექნება მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოსთვის ეს ტალღა დასრულდება", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ "ქრონიკის" ეთერში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 22 444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სხვა სიახლეები:
🔳 სოციალურად დაუცველ 240 ოჯახს „სიკეთის ბარათი“ - ფულადი ვაუჩერები გადაეცემა (ფოტოკოლაჟი)
🔳 COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება
🔳 „მოკლე დროში კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები გახშირებულია, განსაკუთრებით აჭარაში“ - ექიმის რჩევები
1773906742
მსოფლიოდონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული, თაღლითური მედია, დანაშაულებრივიც კი
„BBC-მ მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მათ ისე წარმომაჩინეს, რომ თითქოს მე ისეთი რამ ვთქვი, რაც არასდროს მითქვამს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურ...
1773906509
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა ილია II-ის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლ...
1773905562
საზოგადოება„საქართველოს რკინიგზა“ 21-22 მარტს რეისებს ამატებს და ილია მეორის პანაშვიდზე, ასევე, დაკრძალვაზე დასწრების მსურველებს რეგულარული და დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაშია ნათქვა...
1773904026
საზოგადოებასომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: ილია მეორე იყო რწმენის საყრდენი, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზ...
1773902664
მსოფლიოPOLITICO: ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა, რათა ევროკომისარი მარტა კოსი ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობის საკითხზე დაკითხონ
ევროკავშირის კონსერვატორებს სურთ ევროკომისარ მარტა კოსს დაუსვან მწვავე შეკითხვები იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროპის ყ...


























