თენგიზ შარმანაშვილი: მალავენ, რომ ძალადობრივ აქციას გეგმავენ? სახელმწიფომ მათი ე.წ. გეგმების შესახებ ყველაფერი იცის და რეაგირებაც იქნება, ვისაც ცხოვრება ირეალურ სამყაროში უნდა, რეალურ პასუხს მიიღებს

„მალავენ, რომ ძალადობრივ აქციას გეგმავენ? სახელმწიფომ მათი ე.წ. გეგმების შესახებ ყველაფერი იცის და რეაგირებაც იქნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა 4 ოქტომბერს ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვისაც ცხოვრება ირეალურ სამყაროში უნდა, რეალურ პასუხს მიიღებს, ვინც ხვდება, რომ საქმე სახელმწიფოსთან აქვს, ამ ყველაფერს ემიჯნება, რადგან იცის, სახელმწიფო ძლიერია და ყველა კანონდარღვევაზე ადეკვატური რეაგირება ექნება.
„გენერლებს შეიძლება, რაღაც ინფორმაცია ჰქონდეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ასეთ არაადეკვატურ ადამიანებს გეგმა არ ჰქონდეთ, მათ არაადეკვატური რაღაცების დაგეგმვა სპონტანურად შეუძლიათ. როგორც ჩანს, პრემიერის, მამუკა მდინარაძის გამოსვლამ და გაფრთხილებამ, რომ სახელმწიფო არაკანონიერ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს, ზოგისთვის ცივი შხაპივით იმოქმედა და ეს კარგია. ვისაც ცხოვრება ირეალურ სამყაროში უნდა, რეალურ პასუხს მიიღებს. ვინც ხვდება, რომ საქმე სახელმწიფოსთან აქვთ, ისინი ამ ყველაფერს ემიჯნებიან, რადგან იციან, სახელმწიფო ძლიერია და ყველა კანონდარღვევაზე ადეკვატური რეაგირება ექნება, თუ რაიმე აქვთ დაგეგმილი, ან სპონტანურად წარმოიშვას. ძალადობრივ აქციას რომ გეგმავენ, ამას მალავენ? ორი ადამიანი ციხეშია, რომლებმაც ამის თაობაზე ღიად განაცხადეს, ერთი დამხობას გეგმავდა და ამას საჯაროდ ამბობდა, მეორე საარჩევნო უბნების დარბევაზე ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, ეს გეგმები არსებობს, მაგრამ რამდენად შორსმიმავალია, ამაში ეჭვი მეპარება, რადგან არაადეკვატურები არიან და რაიმე სერიოზულს ვერ იზამენ. სახელმწიფომ მათი ე.წ. გეგმების შესახებ ყველაფერი იცის და რეაგირებაც იქნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
1759477894
საზოგადოებაცესკო: თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, რეგისტრირებულია მაჟორიტარობის 2 228 კანდიდატი, თბილისში კი 160 კანდიდატი
ცესკო რეგისტრირებული პარტიების და კანდიდატების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, 4 ოქტომბრის არჩ...
1759477863
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი
საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგ...
1759477808
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: ადმინისტრაცია ხვალინდელი დღისთვის სრულად მზად არის - მივმართავ ამომრჩევლებს, მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს - ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას
ცესკო 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას საარჩევნო უბნების, დარეგისტრირებული კანდიდატების, ასევე დამკვირვებლებისა და მედ...
1759477038
საზოგადოებაკახა კალაძე: სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თბილისი
სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, ყველა იმ განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი ქვია,...
1759476222
საზოგადოებაკახა კალაძე: 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო
4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო, - აღნიშნულია განცხად...