მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპი დასრულდა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, აუდიტს საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია გააჩნია.

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დაცვა წარმოადგენს.

შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ეტაპი უკვე განხორციელდა და შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკვე ჩატარებული ორი ეტაპის შესახებ. კერძოდ, საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ:

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის საჭირო მოწყობილობების კონფიგურაციისთვის წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული პილოტისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების ფარგლებში გამოიყენებოდა;
  • ცესკომ წარმატებით დანერგა კონფიგურაციის პროცესის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა;
    არჩევნების ჩასატარებლად საჭირო მოსამზადებელი პროცესები, პროცედურები და შემოწმებები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული;
  • ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი არ არის დუბლირებული და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი;
  • ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან;
  • ვერიფიკაციის აპარატის საწყის კოდში განხორციელდა მცირე ცვლილება და განხორციელებული არცერთი ცვლილება არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და არ ახდენს უარყოფით გავლენას საარჩევნო სისტემის მთლიანობაზე, საიმედოობაზე ან უსაფრთხოებაზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ შესაბამისობის აუდიტი ითვალისწინებს კვლევის განხორციელებას სამ ფაზად:

პირველ ფაზა ითვალისწინებდა ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში განხორციელებული ცვლილებების შესწავლას და მათ შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან, ასევე ტესტირებას, თუ რამდენად კარგად მუშაობდა განახლებული პროგრამა.

მეორე ფაზა ითვალისწინებდა „Pro V&V”-ის წარმომადგენლების უშუალოდ დაკვირვებას ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესზე ცესკოს საოპერაციო-სასაწყობო სივრცეში. მეორე ფაზა ასევე ითვალისწინებდა ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიებისა და მოწყობილობებში შეყვანილი სიების იდენტურობის შემოწმებას.

მესამე ფაზა კი ითვალისწინებს „Pro V&V”-ის წარმომადგენლების დაკვირვებას აპარატურის მუშაობის პროცესზე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.

საარჩევნო ადმინისტრაცია, საზოგადოებას მესამე ფაზის შედეგებს შესაბამისობის აუდიტის დასრულებისთანავე გააცნობს.

დეტალური ინფორმაცია აუდიტის ანგარიშების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759487905

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან, ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა

„საუბარი დამხობაზე შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას, დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს, მინდა, გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს“, - ამ...

ირაკლი კობახიძე

1759487879

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...

ირაკლი კობახიძე

1759487848

საზოგადოება

პრემიერი: ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიმართოს მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან დაკავშირებით

„ფაქტებზე დაფუძნებულ ყველა ანგარიშში, ყველა რეიტინგსა და ინდექსში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, მოწინავეა კანდიდატებს შორის, თუმცა არამარტო, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდი შვი...

ირაკლი კობახიძე

1759487787

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დანიაში ვიზიტისას გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის

„დანიაში ვიზიტის დროს გვქონდა არაერთ, 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას“, - ამი...

ირაკლი კობახიძე

1759487652

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საჯარო მოწოდებების თანახმად, ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას - თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი

„საჯარო მოწოდებების თანახმად, ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა“, - ამის შესახებ საქართველოს...

ირაკლი კობახიძე