"კათეტერი, რომ ჩავუდგით დავუმაგრეთ “ლეიკოთი”, დაუსველდა იმის შედეგიაო. ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას და მშობლისთვის გადაბრალებას, დედამ ვერ მიხედაო" - რა მოხდა გორის ერთ-ერთ კლინიკაში

ემიგრანტი ანა ბალამწარაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გორის ერთ-ერთ კლინიკაში მწოლიარე ბავშვის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით ექიმების მხრიდან გულგრილობის მსხვერპლი აღმოჩნდა:

"ეს პაწაწუნა ხელები ეგრეთ წოდებულ საზღვართან მცხოვრებ და ახლა გორში, დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანაში” მწოლიარეს ეკუთვნის.

შევძრწუნდი როცა ვნახე, დავურეკე ექიმს(გვარს არ დავწერ შეგნებულად პაციენტის უსაფრთხოების გამო)პირადად და ვესაუბრე, ვიკითხე მიზეზი რა ჭირდა პატარას, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილია ბრონქიტია მიზეზი რის გამოც იქ მოხვდა.

არც არაფერი ისეთიო მითხრა, კათეტერი რომ ჩავუდგით დავუმაგრეთ “ლეიკოთი”, დაუსველდა და ეს იმის შედეგიაო, კარგი დავიჯერე რომ ეს ასეა.

შემდეგ იწყება მთავარი, დედის ბრალიაო, დედამ ვერ მიხედაო, და საერთოდ საიდანღაც რეკავთ (ნომერი უცხო იყო) იქ ექიმები ამდენს არც დაგელაპარაკებიანო.

რა პანიკები ატეხეთ 2-3 დღეში გაუვლისო, ჩხუბი თუ გინდათ არაა პრობლემაო, არა და ძალზეც მშვიდად ვსაუბრობდი, არ მჩვევია ასეთ სიტუაციებში ემოციებზე აყოლა, საუბრის ბოლოს “მიმითითა” იყავით იქ სადაც ხართ და დამანებეთ თავიო.

მიხვდით ალბათ, რა კატეგორიასთან მქონდა ეს დიალოგი, თან ექიმია, ექიმი - რომელმაც პირველ რიგში ენით უნდა განკურნოს პაციენტი, ალესილი დანებივით საუბრობენ ვისგანაც არაფერს ელიან!!!!!

ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას პაციენტთან მიმართებაში და მშობლისთვის გადაბრალებას, ყველაზე საგანგაშო ესააა!!!!!!!! 

ყაარს ყველა მიმართულებით ყველგან ყველაფერი....

ჩემი დიდი პატივისცემა ყველა ნამდვილ ექიმს და ასეთებს ბევრს ვიცნობ!!!", - წერს ანა ბალამწარაშვილი

სხვა სიახლეები:

🔵 ხატია სიჭინავა: ასე ძნელია აღიაროთ, რომ აჯობა ჩვენმა იმუნიტეტმა და დამთავრდა პანდემია?

🔵 ოთო აბესაძე: საშუალო სტატისტიკური ქართველისგან, რომელიც ოფიციალური საქსტატის მონაცემებით თვეში გამოიმუშავებს 1328 ლარს, მისგან სახელმწიფოს მიაქვს 540 ლარი

🔵  "სააკაშვილი ვნებებს მაინც იწვევდა ხალხში…" - ბაია პატარაია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793986479

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში

სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...

მიხეილ სააკაშვილი

1793984690

ახალი ამბები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი:

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე