კოვიდით გარდაცვალილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში - თენგიზ ცერვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე facebook-ის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის შესახებ. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყოველი 100 კოვიდ ავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.

“მე, ა.წ. 22 ნოემბერს გამოვაქვეყნე პოსტი, რომელშიც ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აღვნიშნავდი, რომ ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფთა შორის გარდაცვალების პროცენტი (ე.წ. CFR), რაც COVID -ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითად მაჩვენებლად ითვლება, საქართველოში ბევრ ქვეყანაზე უფრო დაბალია. იმავე დღეს „TV Formula“-მ ასევე ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზე“.

ამაზე ბ-ნი ზურაბ გურული სრულიად სამართლიანად სვამს კითხვას „მე მაინც გადავამოწმებდი ბ-ნ თენგიზთან, რაღაცაში იქნება საქმე“.

გმადლობთ ბატონო ზურაბ, საქმე შემდეგშია:

„TV Formula“- ს გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორია და მე თვითონ ჩემს პოსტში პირველივე გვერდზე მკაფიოდ მაქვს მითითებული, რომ საქართველო ბოლო პერიოდში ახალი COVID შემთხვევების და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ). მაგრამ აქვე მივუთითებ, რომ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ განპირობებულია სულ სხვა მიზეზებით, კერძოდ: COVID ახალი შემთხვევების და აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობით, რაც თავის მხრივ განპირობებულია ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვით, პირბადეების ძალიან დაბალი მოხმარებით და პერმანენტული, ძალიან ხალმხრავალი პოლიტიკურად მოტივირებული აქციებით. ასე, რომ ჩემი პოსტი არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის „TV Formula“- ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან. სხვა საქმეა, რომ ჩემი პოსტის შემდეგ ნაწილში მე ასევე მკაფიოდ და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მივუთითებ, რომ ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი (ე.წ. CFR), რომელიც არის COVID -ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი, საქართველოში, ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვის პირობებშიც კი, მაინც უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.

ანუ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ – COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო ნამდვილად არის მსოფლიოში პირველ ან ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგადად COVID პანდემიის მხრივ ქვეყანაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვალილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ COVID -ის კლინიკური მართვა (და არა ზოგადად პანდემიის მართვა) ქვეყანაში კარგად – მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ხდება, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს თვითდამშვიდების საფუძველი და სასიცოცხლოდ აუცილებელია უმოკლეს პერიოდში ვაქცინაციით მოცვის მკვეთრი გაზრდა, პირბადეების ტარება და პერმანენტული ხალმხრავალი შეკრებების (როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური მოტივებით) შეწყვეტა”, – წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

ამავრ თემაზე:

🔵"შესაძლოა ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინამ 95%-ით შეაჩერა კოვიდის გავრცელება - 2022 წელი იქნება კოვიდის კონტროლის წელი" - გიორგი ფხაკაძე

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ნანუკა ჟორჟოლიანი: თუ ბუტა რობაქიძე მიშას პასუხისმგებლობაა, ლუკა სირაძე რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა?!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794689833

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1794687013

მსოფლიო

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა

საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში

1794684214

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...

ზაალ ანჯაფარიძე

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი