კოვიდპასპორტის არმქონე პირის ობიექტში შესვლის გამო, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება
1-ლი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნესს სუბიექტს დაეკისრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, კოვიდპასპორტის არმქონე პირის დაწესებულებაში შეშვების გამო, ინდმეწარმე 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.
"დარღვევის აღმოჩენისას დაჯარიმდება მხოლოდ ობიექტი, ხოლო კოვიდპასპორტის არმქონე მოქალაქეს ასეთ შემთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრება.
შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2000 ათასლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს.
ეს რეგულაციები 1-ლი დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში", - განაცხადა ბექა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას გასართობ თუ სარესტორნო დაწესებულებებში.
ამავე თემაზე:
🔲 პრემიერი: საქართველოში "მწვანე პასპორტები" 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება
1777313192
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხ...
1777312639
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ - მწარდებიან, რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ, რეალურად ვინ არიან
არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ო...
1777309893
საზოგადოებაიონათამიშვილი: „ნაცებმა“ და მისმა სატელიტებმა მდინარაძე დააქვეითეს - სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუსს, შსს-ს, სდსს-ის, ასევე, მისი კომპეტენციაა კოორდინაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლოსთან
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას ეხმიანება და პარ...
1777309464
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა
არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უ...
1777309108
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...


























