ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა
მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს „მასშტაბური აქციის“ გამართვის შესახებ კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურობასა და რეალურ შესაძლებლობებზე, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, მარგინალური ოპოზიციურ ჯგუფები დალპა, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ საზოგადოებისთვის რეალური დღის წესრიგი, იდეა, მოტივაცია, კონსტრუქციული ალტერნატივა და მათი მთელი ტაქტიკა მხოლოდ ქუჩის აქციებსა და პოპულისტურ ლოზუნგებს ეფუძნება.
„მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს „მასშტაბური აქციის“ გამართვის შესახებ კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურობასა და რეალურ შესაძლებლობებზე. ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა! წლების განმავლობაში საზოგადოება ხედავს ერთსა და იმავე სცენარს: რადიკალური რიტორიკა, „ხისტი პროტესტის“ დაანონსება და დაპირებები, რომლებიც საბოლოოდ პოლიტიკურ ბალასტად და უშედეგო მცდელობებად რჩება. მარგინალური ოპოზიციურ ჯგუფები დალპა. მათ არ გააჩნიათ საზოგადოებისთვის რეალური დღის წესრიგი, იდეა, მოტივაცია, კონსტრუქციული ალტერნატივა და მათი მთელი ტაქტიკა მხოლოდ ქუჩის აქციებსა და პოპულისტურ ლოზუნგებს ეფუძნება, ასეთი მოძრაობები სწრაფად კარგავენ ხალხის ნდობასა და მხარდაჭერას. აღარც უცხო ძალებსაც აღარ აინტერესებს ამათი უშედეგო ბოგინი! საბოლოო ჯამში, მსგავსი სამოქმედო გეგმა არა პოლიტიკურ ცვლილებებს, არამედ საკუთარი რესურსების სრულ ამოწურვასა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის საბოლოო დაკარგვას იწვევს“, - წერს სადღობელაშვილი.
1792054712
სპორტიბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია
ლას-ვეგასში ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ფინალში ინდოელი ვიშვაჯიტ რამჩანდრა მორი ან...
1792053652
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატ...
1792052249
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თ...
1792049971
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: როცა ისინი იცავენ თავს, ეს არის ევროპული და ძალიან კარგი, ხოლო როდესაც ზუსტად იმავე მეთოდოლოგიით შენს დაცვას დაიწყებ, გეუბნებიან, რომ ეს არის რუსული ნარატივი
ეს არის პოლიტიკური სეგრეგაციის მიმანიშნებელი, როდესაც ამბობენ, რომ „მე მაქვს პოლიტიკური სივრცის დაცვის უფლება ჩემს ქვეყანაში და შენ არ ამის უფლება გაქვს. მე ელიტარული ერი ვარ, შემიძლია, ეს გავაკეთო და...
1792048546
საზოგადოება„12 საფლავი გაქურდა, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა“ - ზესტაფონში საფლავების გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბ...



























