ნატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, არსებითად, მხოლოდ გარიგების დადება რჩება
უკრაინაში კონფლიქტის მხარეები სამშვიდობო შეთანხმებასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ომის დასრულების საბოლოო ნაბიჯები ყველაზე რთული იქნება. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
მისი თქმით, უკვე არსებობს „რეალური წინადადება“ და მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა.
„ვფიქრობ, [კონფლიქტის მოგვარებასთან] უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. არსებითად, მხოლოდ გარიგების დადება რჩება“, - აღნიშნა უიტაკერმა.
ნატოში აშშ-ის ელჩმა მოლაპარაკებების ამჟამინდელი ეტაპი ამერიკული ფეხბურთის თამაშის ბოლო წამებს შეადარა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე რთული მომენტი ბოლო ნაბიჯია.
„ფეხბურთში წითელ ზონაში ბოლო იარდი ყველაზე რთულია. ვფიქრობ, იგივე იდეა ვრცელდება აქაც. ბოლო იარდი რთული იქნება, მაგრამ კარგი წინათგრძნობა მაქვს“, - აღნიშნა მან.
1768478211
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ არ გვინდა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების მომენტი დადგება, იქ დაგხვდეს ღირებულება დაკარგული, ევროპულ იდეებს აცდენილი გარემო და ინსტიტუციები
ჩვენ გვინდა ევროკავშირში დაგვხვდეს ჭეშმარიტად ევროპული ინსტიტუციები და ამიტომ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ - უპირველეს ყოვლისა, სიტყვით, შენიშვნით, კრიტიკით, მხილებით, სწორედ ჩვენი ევროპული მომავ...
1768478097
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით...
1768475878
ახალი ამბებიპაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას, თანაგრძნობასაც არ იმსახურებს პარტია, რომლის გენეტიკურ კოდში, საძირკველში ჩადებულია ღალატი
რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის პასუხად, თუ რას უპ...
1768474779
ახალი ამბებისეს-მა 2025 წელს ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში 28 სამართალდარღვევა გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს 700-მდე ვეტკლინიკა, ვეტაფთიაქი და ზოომაღაზია შეამოწმა. სააგენტოს ცნობით, 2025 წელს უწყების ინსპექტორებმა 700-მდე ვეტერინარულ კლინიკაში, მათ შორის, სპეციალურ კონტ...
1768474652
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილმა არ გამორიცხა, რომ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლომდეც მივიდეს
BBC-ის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების სარჩელმა განხილვის რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს ჯერ თავად დიდ ბრიტანეთში, ხოლო თუ საბოლოო ჯამში, დარღვევა აღმოფხვრილი არ იქნება, „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა...






























