პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას, თანაგრძნობასაც არ იმსახურებს პარტია, რომლის გენეტიკურ კოდში, საძირკველში ჩადებულია ღალატი
რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის პასუხად, თუ რას უპასუხებდა გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი წლის წინ გახარიაზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოხდა და რომ თავდასხმის საქმეზე ამ დრომდე გამოძიება არ ჩატარებულა.
პაპუაშვილის თქმით, არასერიოზული პარტიაა.
„რა უნდა ვუპასუხო პარტიას, რომლის ლიდერი ლენინივით ბერლინში ზის და იქიდან მართავს სიტუაციას. არასერიოზული პარტიაა, ხალხი მიდის ამ პარტიიდან. მათმა ყველაზე ძლიერმა ლიდერებმა დატოვეს პოლიტიკა, არათუ პარტია.
ასე, რომ თანაგრძნობის გარდა მეტს ვერაფერს გამოვხატავ, თუმცა თანაგრძნობასაც არ იმსახურებს პარტია, რომლის გენეტიკურ კოდში, მისი დაფუძნების საძირკველში ჩადებულია ღალატი. პარტია, რომლის მთავარი საძირკველი არის ღალატი, არაფერი კარგი იქიდან არ გამოვა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1768476861
მსოფლიონატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, არსებითად, მხოლოდ გარიგების დადება რჩება
უკრაინაში კონფლიქტის მხარეები სამშვიდობო შეთანხმებასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ომის დასრულების საბოლოო ნაბიჯები ყველაზე რთული იქნება. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა გ...
1768474779
ახალი ამბებისეს-მა 2025 წელს ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში 28 სამართალდარღვევა გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს 700-მდე ვეტკლინიკა, ვეტაფთიაქი და ზოომაღაზია შეამოწმა. სააგენტოს ცნობით, 2025 წელს უწყების ინსპექტორებმა 700-მდე ვეტერინარულ კლინიკაში, მათ შორის, სპეციალურ კონტ...
1768474652
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილმა არ გამორიცხა, რომ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლომდეც მივიდეს
BBC-ის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების სარჩელმა განხილვის რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს ჯერ თავად დიდ ბრიტანეთში, ხოლო თუ საბოლოო ჯამში, დარღვევა აღმოფხვრილი არ იქნება, „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა...
1768474576
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი კადრებით ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“, ვურჩევდი, ძალადობის წამაქეზებელი „მილოცვა“ გვერდიდან აიღონ
თუ ევროკავშირის საელჩოს მაინც და მაინც უნდოდა მოლოცვა, იქნებ, ევროკავშირმა აიღოს მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან და ენახათ, გუშინ როგორ მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატებ...
1768472629
საზოგადოებალაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მაგისტრალურ სარწყავ არხზე, ერთ-ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩატარებული სამუშაოების ფარგლებ...





























