ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე: ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას
ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე.
მისი თქმით, გახარიასგან მსგავსი ტყუილი არავის უკვირს.
„ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში შემობრუნდა და ჭორების გავრცელება დაიწყო, რომ თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი გახლდათ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხმები წაეღო. ადამიანი, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში ახალგაზრდებს არ გადაუხადა კუთვნილი ხელფასი. ადამიანი, რომელმაც გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და როდესაც უკვე ნახა, რომ შეიძლებოდა კონკრეტული პასუხისმგებლობა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, ბინძურად ხელი შეაწმინდა ჩვენს პოლიციელებს. შესაბამისად, ბატონი გახარიასგან ასეთი მოქმედებები არავის უკვირს. ეს ტყუილიც ნახევარ საათში გამომჟღავნდა.'' - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1789064627
მსოფლიოქალაქ პავლოგრადზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმი...
1789063403
მსოფლიოდონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში
პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემ...
1789060296
საზოგადოებაირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რომლის სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება, არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები
ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რომლის სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული გა...
1789058963
საზოგადოებაეკა კუპატაძე: სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს გოგო შეურაცხადია იმიტომ, რომ მეჭყანებოდა
გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო გაიმართა. სხდომაზე იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. ასევე, პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედაც. „ვიღაც გოგო სათვალეებით იღებდა, რი...
1789058842
საზოგადოებალევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი. ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა
მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“. დეპუტატმა ევროკომ...


























