ლევან მაჭავარიანი: ერთსულოვნება არ არის საქართველოს დასანქცირებასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირში რჩებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ატარებენ სუვერენულ პოლიტიკას და არ ექვემდებარებიან „დიფ სთეითის“ მითითებებს

სწორედ ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც პირდაპირ მხარი დაუჭირა დამხობის აქციას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ევრო ბიუროკრატების პასუხისმგებლობა არის, რომ გაემიჯნონ და დაგმონ ის, რაც ხდებოდა 4 ოქტომბერს.

„ერთსულოვნება არ არის საქართველოს დასანქცირებასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირში რჩებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ატარებენ სუვერენულ პოლიტიკას და არ ექვემდებარებიან „დიფ სთეითის“ მითითებებს. იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცებს გადახედავენ და შეიძლება კონკრეტული ჯგუფები, პოლიტიკოსები დასანქცირდნენ, ან ვიზის გარეშე დარჩნენ, ჩვენთვის ამას აბსოლუტური მნიშვნელობა არა აქვს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოსთან მიმართებით სანქციებზე შეთანხმება ვერ შედგა. ევროპულ გაერთიანებაში ამ ინიციატივას საჭირო რაოდენობის მხარდამჭერები ისევ არ გამოუჩნდნენ. ამის პარალელურად, ბრიუსელი კვლავ არ გმობს 4 ოქტომბერს საქართველოში განვითარებულ ძალადობრივ პროცესებს, რაც მმართველი გუნდისთვის ნათლად ასახავს კონკრეტული ევრო ბიუროკრატების მიზნებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761051800

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე

დასრულებულია მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს 73 ქვეყნიდან ჩამოსულ 2300-ზე მეტ ძალიან მაღალი რანგის სტუმარს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში თბილისში მნიშ...

 მარიამ ქვრივიშვილ

1761051784

ახალი ამბები

ვეტერინარული მანიპულაციები 4249 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 4249...

ვეტერინარული მანიპულაციები 4249 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა

1761050627

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ემაარ ჯგუფის პროექტი „იგლ ჰილს საქართველო გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო „იგლ ჰილს საქართველოს” ოფისის და საპრეზენტაციო სივრცის ინაუგურაციის ცერემო...

მარიამ ქვრივიშვილ

1761050331

ახალი ამბები

ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა

ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

შსს

1761049290

საზოგადოება

გიორგი მამაცაშვილი ISFED-ის კვლევაზე: იმდენად კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სასაცილო რომ არ იყოს, სატირალი იქნებოდა. როცა უნდოდათ, დახურავდნენ ტელევიზიებს და გამომცემლობა „სამშობლოდან“ წიხლისკვრით ყრიდნენ მედიასაშუალებებს

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი ორგანიზაცია ISFED-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც იგი აღნიშნავს, იმდენად კლინიკური შემთხვევაა,...

გიორგი მამაცაშვილ