ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის ფლოტის პირველი დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha შემოვიდა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შეუდგება დაღრმავებით სამუშაოებს“, - აცხადებს კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.
მისი თქმით, Tristao Da Cunha პირველ რიგში შეუდგება ტალღმტეხერის არხის მოწყობის მიზნით დაღრმავებით სამუშაოებს, რისთვისაც დასჭირდება დაახლოებით 1 თვე, რის შემდეგაც აკვატორიისა და შემოსასვლელი არხის დაღრმავებაზე გადაინაცვლებს.
„ამ მიზნის მისაღწევად მას დაახლოებით ერთ თვეში შემოუერთდება უფრო დიდი ზომის დამღრმავებელი გემი Al-Idrisi, რომლებიც ერთობლივად დაიწყებენ დაღრმავებით სამუშაოებს, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი დაახლოებით 17,5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ევროპული დიდი ოთხეულის წევრი, მსოფლიოში ცნობილი Jan De Nul N.V. ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს“, - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარებას მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით, ეგრეთ წოდებული „ლენდლორდის“ პრინციპით განავითარებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს არა ერთ, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთან და პარტნიორ კომპანიასთან ითანამშრომლოს, რაც პორტის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.
1785590866
საზოგადოებაპოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შე...
1785589066
საზოგადოებაგონიოში მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაწყებულია გამოძიება
გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ცნობით, გონიოში 35 წლამდე კაცი მანქანის საბარგულიდან გადავარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთა...
1785587247
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში
ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში, - განაცხადა პა...
1785587197
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი ელენე ხოშტარიაზე: პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს და პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას
გიორგი სოსიაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გახმოვანებულ მუქარას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ბ...
1785585187
საზოგადოებასააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება - „როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ, ასევე, მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები“
მჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა. როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, მას ბორკილები მაქსიმალურად მოუჭირეს, რამაც ილია ჭავჭავაძი...



























