ლევან მაჭავარიანი: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ

ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს საქართველოსა და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„ბატონი მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა თავისი კოლეგის მიწვევით [აშშ-ში] შემდეგ ბატონი სამხარაძე იმყოფებოდა და ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ჩაატარა თეთრს სახლში; ბატონი რუბიოსა და ვენსის გზავნილები, რომელიც მათ გააჟღერეს ქალბატონ ბოჭორიშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის დროს და ახლა სატელეფონო საუბარი ბატონ პრემიერთან - ეს რა თქმა უნდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ამ ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი, გუშინ, 30 მარტს შედგა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774934919

მსოფლიო

ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვ...

დიდი შვიდეული

1774934862

საზოგადოება

პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს, დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს. საგადასახადო კანონმდე...

პარლამენტი

1774933158

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: გეგმაზომიერად, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას აშშ-სთან. არაერთი სამუშაო პროცესი წარიმართა და კარგია, რომ ეს შეხვედრები ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გადაითარგმნება

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ეს კომუნიკაცია მნიშვ...

ლევან მახაშვილი

1774932988

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 31 მარტს საქართველოში

31 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღ...

ამინდი

1774904428

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ასჯერ ვზომავთ, სანამ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და ასჯერ ვზომავთ, სანამ განცხადებას გავაკეთებთ, რომ საქართველოში უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული

„ჩვენ ყოველთვის ვაზღვევთ ყველაფერს იმისათვის, რომ უსაფრთხოება იყოს გარანტირებული და დაცული საქართველოში. ასჯერ ვზომავთ, სანამ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და ასჯერ ვზომავთ, სანამ განცხადებას გავაკეთებთ, რომ...

ლევან მაჭავარიანი