პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს, დაჩქარებული წესით განიხილავს
პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს.
საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მთავარი სიახლე არის ის, რომ კანონპროექტით დგინდება ახალი სპეციალური ტარიფები ძრავის მოცულობის მიხედვით, ამასთან, უქმდება აქციზის ძველი გრაფა. ძველი ტარიფით ისარგებლებენ ისინი, რომელთა ავტომობილები საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდე შემოვიდა ან ტრანსპორტირება ამ თარიღამდე დაიწყო. სახმელეთო ტრანსპორტით შემოყვანის შემთხვევაში, ძველი განაკვეთი შენარჩუნდება, თუ ავტომობილი ქვეყანაში 2026 წლის 1-ელ ივლისამდე შემოვა.
„ხელისუფლებას უკვე წლებია დაანონსებული აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას და მეორე მხრივ ავტომობილების რაოდენობის შემცირებას. გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის მიმართულებით ჩაითვალა საჭიროდ, რომ 6 წელზე მეტი ავტომობილებისთვის სპეციალური გადასახადი დაწესდეს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
1774936681
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა, რადგან კითხვა, რომელიც მაშინ დაისვა, სინამდვილეში, დღემდე ძალაშია
დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ ერთხმად უპასუხა ისტორიულ კითხვას - გვსურდა თ...
1774934919
მსოფლიოენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვ...
1774934148
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ
ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს საქართველოსა და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ...
1774933158
საზოგადოებალევან მახაშვილი: გეგმაზომიერად, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას აშშ-სთან. არაერთი სამუშაო პროცესი წარიმართა და კარგია, რომ ეს შეხვედრები ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გადაითარგმნება
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ეს კომუნიკაცია მნიშვ...
1774932988
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 31 მარტს საქართველოში
31 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღ...



























