შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა, რადგან კითხვა, რომელიც მაშინ დაისვა, სინამდვილეში, დღემდე ძალაშია

დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ ერთხმად უპასუხა ისტორიულ კითხვას - გვსურდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ კითხვაზე საქართველოს ყველა კუთხემ, საქართველოს ყველა შვილმა, ერთხმად თქვა - დიახ!, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლიანი გზა მრავალი ტრაგიკული დღით აღსავსე იყო, თუმცა საქართველო გადარჩა.

„31 მარტი ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. ადამიანის, რომელმაც რეფერენდუმიდან სულ რამდენიმე დღეში, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტის, დღეს უკვე მისი სახელობის დარბაზში, გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირა ქართული სახელმწიფოს ხელახალ დაბადებას.

ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, დანაღმული, ვიწრო და მრავალი ტრაგიკული დღით აღსავსე. სახელმწიფოებრიობის წყვეტამ, იმპერიის ნგრევამ, ეკონომიკურმა კოლაფსმა, ადამიანურმა ამპარტავნებამ, შიდა გაუტანლობამ და ბევრმა სხვა მძიმე ფაქტორმა ამ გზაზე თავისი კვალი დატოვა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით. საქართველო გადარჩა. ჩვენ არამხოლოდ გადავრჩით, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი თავისუფლება. დავიცავით არა იმპერიების მხარეს დგომით, არამედ საკუთარი ქვეყნის მხარეს ყოფნით. დავიცავით არა ახალი პატრონის ძიებით, არამედ დამოუკიდებლობის მძიმე ტვირთის ზიდვით, საკუთარ სარკეში ჩახედვით და თვალის გასწორებით იმ კითხვასთან, თუ ვინ ვართ, რანი ვიყავით და ვინ ვიქნებით.

ეს გზა დასრულებული არ არის. წინ კვლავ უდიდესი საქმე გველოდება. აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, სრულიად შეცვლილ გეოპოლიტიკურ სამყაროში ასაგებია ახალი ურთიერთობები, საზრუნავია დემოგრაფიაზე, გასაზრდელია ეკონომიკა, გვჭირდება დაუღალავი შრომა, სიმტკიცე და სახელმწიფოებრივი სიბრძნე. მაგრამ ყველაზე მეტად, დღესაც და ყოველთვის, გვჭირდება ერთიანობა, გვჭირდება ერთსულოვნება, გვჭირდება მკაფიო გაცნობიერება იმისა, თუ რა არის ჩვენი ერის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები, რომელიც ყველამ ერთად და განუხრელად უნდა დავიცვათ.

საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა. რადგან კითხვა, რომელიც მაშინ დაისვა, სინამდვილეში, დღემდე ძალაშია. ის მუდმივად დგას ჩვენი ერის წინაშე. მუდმივად არის არჩევანი. და მუდამ მოიძებნებიან ძალები, რომლებიც ამ არჩევანის გადახედვას ეცდებიან.

გვსურს თუ არა რომ შენარჩუნდეს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენობა, თავისუფლება და ერთიანობა? სწორედ ეს იყო ეროვნული მოძრაობის სულისკვეთება, რომელსაც ჩვენ, ჩვენმა მამებმა და ყველა თაობამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ სულისკვეთებას და არ მივცემთ არცერთ მაცთურსა და ავის მოსურნეს ჩვენი ისტორიული არჩევანის რევიზიის საშუალებას; რადგანაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კითხვაზე ჩვენი პასუხია - დიახ!“, - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774938943

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექს...

 ნარკოტიკი ნარკოტიკი

1774937995

ახალი ამბები

დღეს ზვიად გამსახურდია 87 წლის გახდებოდა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 87 წლის გახდებოდა. მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნ...

 ზვიად გამსახურდია

1774936835

საზოგადოება

პრემიერი: 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა

31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად,...

ირაკლი კობახიძე

1774934919

მსოფლიო

ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვ...

დიდი შვიდეული

1774934862

საზოგადოება

პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს, დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს. საგადასახადო კანონმდე...

პარლამენტი